ბეტინაპანი (B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი) აძლიერებს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას, არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების ფუნქციონირებას. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს თავის ტვინში და აძლიერებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. აუმჯობესებს მიოკარდიუმის შეკუმშვის ფუნქციას და უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგომომარაგებას, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს.
ჩვენება: გამოყენების რეკომენდაციები: რეკომენდებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო-და ავიტამინოზების დროს.
მიღების წესი და დოზირება: ბეტინაპანი მიიღება შიგნით ანუ პერორალურად. ბავშვები: 6-დან 12 წლამდე 1-2მლ 1-2-ჯერ დღეში. 12 წლიდან 18 წლამდე 3-4 მლ 1-2-ჯერ დღეში. მოზრდილები იღებენ 1 სასმელ ამპულას დღეში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის კომპონენტის მიმართ, 6 წლამდე ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
შენახვის წესი: ინახება არა უმეტეს 25C მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.
შენიშვნა: ბეტინაპანი არ არის პრეპარატი, ის წარმოადგენს საკვებ დანამტს.