სურსათის დანამატი ჰეპასთრონგ ამინო ფორტე, ამინომჟავების და ვიტამინების ფორმულა ღვიძლის ფუნქციისთვის წარმოადგენს შარდოვანას ციკლში მონაწილე 4 ამინომჟავის კომპლექსს B ჯგუფის ვიტამინებთან ერთად. უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას აზოტის ექსკრეციის გაუმჯობესების გზით; არეგულირებს ლიპიდებისა და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს; ხელს უშლის სტეატოზს; ავლენს ჰეპატოციტების ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას; აძლიერებს რეგენერაციას.
სხვა ინგრედიენტები: ინულინი (ბოჭკო), ლიმონის ნატურალური არომატი, ლიმონმჟავა.
გამოყენება: ჰეპასთრონგ ამინო ფორტე გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დისფუნქციის დროს, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ალკოჰოლის მოხმარების, მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების, დაუბალანსებელი კვების, ქიმიკატებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში. - ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება - ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება - ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია - ღვიძლის ტოქსიური დაზიანება - მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი - პრე- და პოსტოპერაციული მხარდაჭერა - ქიმიო- და რადიოთერაპიის შემდგომი მხარდაჭერა
გამოყენების წესი და დოზირება: ჰეპასთრონგ ამინო ფორტე მიიღება 1 საშეტი დღეში ერთხელ. საშეტის შიგთავსი იხსნება 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში ან წვენში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით; არ გამოიყენება დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით; არ არის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება; ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები: ინახება მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მდგომარეობაში ორიგინალურ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურის პირობებში.