კალმაცინი ფორტე ტაბლეტი #30

კალმაცინი ფორტე ტაბლეტი #30

თურქეთი

ვეფა ილაჩი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: 400 მგ კალციუმი, 150 მგ მაგნიუმი, 5 მკგ ვიტამინი D3. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი K30, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნუტრაფიციენტ თეთრი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, დეიონიზებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინები და მინერალები.

ჩვენებები: ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, ასაკობრივი, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა. კალციუმის ან ვიტამინი D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში, ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 3 თვე. კურსი წელიწადში 1-2-ჯერ. ოსტეოპოროზის სამკურნალოდ - 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 6 თვე. მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება. ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზა კორექციას არ საჭიროებს. პრეპარატი კალმაცინ ფორტე არ გამოიყენება თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას. ხანდაზმული პაციენტები: დოზა იგივეა რაც მოზრდილებში. გასათვალისწინებელია თირკმლის ფუნქციის შესაძლო დაქვეითება.

გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. პრეპარატის მაღალ დოზებში ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალცემია და ჰიპერკალციურია, შეიძლება აღინიშნოს D ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენებები: არ შეიძლება გამოყენება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას, ჰიპერკალცემიის ან ჰიპერკალციურიის დროს, თირკმელების დაავადებების დროს, შარდ-კენჭოვანი დაავადებისას, პარათიროიდული ჯირკვლების დაავადებების დროს, მეტასტაზური სიმსივნეების დროს ძვლებში, D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზის დროს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შეფუთვაშია #30 ტაბლეტი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ვეფა, სტამბოლი, თურქეთი.

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს. „ევროფარმა ჯორჯია
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ვეფა ილაჩი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
კალციუმი+მაგნიუმი+თუთია+ვიტ დ-3
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი