დამხმარე ნივთიერებები: - მიკროკრისტალური,ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ-მეთილცელულოზა.
მაგნიუმი-ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. Mg აუცილებელია კუნთების მუშაობისა და ნერვული სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ხელს უწყობს ძვლების და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) -არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. მონაწილეობს ცილების და გლიკოგენის ცვლაში.
ჩვენებები: ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა: - ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის დარღვევა - ძილის დარღვევა; - ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში; საჭიროების შემთხვევაში - ექიმის რეკომენდაციით 1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში. ორსულებში პრეპარატის მიღების კლინიკური გამოცდილებით არ გამოვლენილა ნაყოფის განვითარების მანკები ან ფეტოტოქსიკური მოქმედება. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ არის რეკომენდებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.