პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ვიტაჰელფი Zn-ის 1 კაფსულა შეიცავს: თუთია-Zn (თუთიის ოქსიდი)-25მგ-250%NRV %NRV (საკვები ნივთიერებების რეფერენს მაჩვენებელი); შემავსებლები: მზესუმზირის ზეთი, თუთიის ოქსიდი და საკვების სტაბილიზატორი (ფუტკრის ცვილი). კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ნატრიუმის ალგინატი, შემფერავი (წითელი რკინის ოქსიდი) და წყალი.
ვიტაჰელფი Zn არის საკვები დანამატი გასტრორეზისტენტულ კაფსულებში, რომელიც შეიცავს 25მგ თუთიას. იგი ასრულებს სტრუქტურულ და მარეგულირებელ ფუნქციას 300-ზე მეტ ფერმენტში, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების, ლიპიდების, ცილების და ნუკლეინის მჟავების, აგრეთვე სხვა მიკროელემენტების წარმოექმნასა და ცვლაში. თუთიის შეწოვა ხდება წვრილ ნაწლავში და შეიწოვება საკვებში არსებული თუთიის მარილების დაახლოებით 20-40%. თუთიის მარილების შეწოვა დამოკიდებულია მათ ხსნადობაზე, pH–ზე ან საკვების შემადგენლობაზე.
ვიტაჰელფი თუთიის გასტრო რეზისტენტული ფორმულირება იძლევა თუთიის მარილის გამოყოფას წვრილ ნაწლავში, რაც უზრუნველყოფს pH-ის დაქვეითებას ამ მარილში ისე, რომ იგი ეფექტურად შეიწოვება ნაწლავის ეპითელიუმის მიერ.
ჩვენება: Zn-თუთია: თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან. იგი ჩართულია ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების და დნმ-ის სინთეზში. თუთია გავლენას ახდენს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამაღლებს გუნება-განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და დეპრესიისგან, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამყარებს ორგანიზმის იმუნიტეტს ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების მიმართ. ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, უჯრედულ დაცვას ჟანგვითი დაზიანებისგან, მაკროელემენტების ნორმალურ მეტაბოლიზმს. ხელს უწყობს კანის, თმის და ფრჩხილების ხარისხის გაუმჯობესებას.
დოზირება: მიიღება 1 კაფსულა დღეში. რეკომენდებულია 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია: საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ. არ უნდა მოხდეს რეკომედებული დოზის გადაჭარბება.
გამოშვების ფორმა: 120 გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულა ქილაში.
შენახვის წესი: ინახება გრილ (არაუმეტეს 30C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: მარნის (MARNYS), ესპანეთი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
7731