/images/logo_ka.svg
ნაუს კალციუმის ციტრატი ტაბლეტი #100

ნაუს კალციუმის ციტრატი ტაბლეტი #100

ამერიკის შეერთებული შტატები

ნაუ ფუდსი

პროდუქტის შესახებ
ნაუ კალციუმის ციტრატი 100 ტაბლეტი
NOW CALCIUM CITRATE 100 TABLETS

შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს: კალციუმის ციტრატი 600მგ, მაგნიუმი 300მგ, თუთია 15მგ, სპილენძი 1მგ, მანგანუმი 5მგ, ვიტამინი D2 (ერგოკალციფეროლი) 400სე; არ შეიცავს გმო-ს.

ჩვენება: ძვლის მეტაბოლიზმის ფორმულა მინერალებით და ვიტამინი D2-ით; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაზე; მაღალი ბიოშეღწევადობის კალციუმი. ნაუ კალციუმის ციტრატი არის კალციუმის ადვილად ათვისებადი და შეწოვადი ფორმა მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ძვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ვიტამინი D, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი და მანგანუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის მეტაბოლიზმის პროცესში. NOW Calcium Citrate საუკეთესო კომბინაციაა კალციუმის დეფიციტის შესავსებად ორგანიზმში. NOW Calcium Citrate ხელს უწყობს ძვლის რემინერალიზაციას ოსტოეპოროზული ცვლილებების დროს.

მიღების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის.

გამოიყენება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების პათოლოგია ან ჰიპერპარათიროიდიტი); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა. 100 ტაბლეტი შეფუთვაში.

შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.

მწარმოებელი: ნაუ ფუდს (Now Foods), ამერიკა.

იმპორტიორი საქართველოში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნაუ ფუდსი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
კალციუმის ციტრატი+ქოლეკალციფეროლი /ვიტ დ-3/+თუთია+მაგნიუმი+სპილენძი+მანგანუმი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat