/images/logo_ka.svg
ნექსი ნაითი ტაბლეტი #30

ნექსი ნაითი ტაბლეტი #30

გერმანია

იდი ფარმა ველტი

პროდუქტის შესახებ
დასახელება - Neksi - ნექსი ნაითი 30 ტაბლეტი

ჩვენებები
• ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
• საათის სარტყლის ცვლილებით გამოწვეული ორგანიზმის სადღეღამისო რიტმის დარღვევა
• ჰიპერტენზიით ან ბეტა-ბლოკერების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ძილის დარღვევები
• ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, მსუბუქი შფოთვა, დაღლილობა
• შფოთვის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმი ან პალპიტაციები (გულის დაავადების გარეშე)
• კუნთების შეკუმშვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალის ქუთუთოების უნებლიე მოძრაობა
• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
• კუნთების ტკივილი და სპაზმი
• ასთენია

უკუჩვენება
• შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ)
• ჰიპერმაგნიემია, ჰიპერვიტამინოზი B6
• ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენება;
• ორსულობა, ლაქტაცია

უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ჰიპერმაგნიემის განვითარების რისკის გამო. ნექსი ნაითი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
არ არის რეკომენდებული ნექსი ნაითის მიღება ავტომობილის მართვისას.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად, მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან, 1 ტაბლეტი დაძინებამდე 30 წთ-ით ადრე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად, შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა - იხილეთ შეფუთვაზე.
ინახება დახურულ კონტეინერში, მშრალ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, 15-250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იდი ფარმა ველტი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
მელატონინი+მაგნიუმი+პირიდოქსინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat