/images/logo_ka.svg
ნიუ ნორდიკი ბლუ ბერი აიბრაითი მხედველობის სიმახვილე ტაბლეტი #60
ნიუ ნორდიკი ბლუ ბერი აიბრაითი მხედველობის სიმახვილე ტაბლეტი #60

ნიუ ნორდიკი ბლუ ბერი აიბრაითი მხედველობის სიმახვილე ტაბლეტი #60

შვედეთი

ნიუ ნორდიკი

გამოიყენება თვალების სიჯანსაღისა და მხედველობის სიმახვილისთვის, ბადურა გარსის სისხლძარღვების ოკლუზიის ან დისტროფიული დაავადებების დროს.

პროდუქტის შესახებ

ნიუ ნორდიკი ბლუ ბერი აიბრაითი მხედველობის სიმახვილე

შემადგენლობა:

2 აბი შეიცავს:

  • ​მოცვის ექსტრაქტი(Vaccinium myrtillus L.) 5:1 - 400 მგ
  • კორდისკბილას ექსტრაქტი (Euphrasia officinalis L.) 5:1 - 200 მგ
  • მარიგოლდის ყვავილის ექსტრაქტი(Tagetes erectra L.) (10% ლუთეინი) - 1000 მგ
  • ყურძნის წიპწების ექსტრაქტი (Vitis vinifera L.) 25:1 - 40 მგ


ჩვენება:

​რეკომენდებულია თვალების სიჯანსაღისა და მხედველობის სიმახვილისთვის სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების დროს, მათ შორის რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბევრს კითხულობს, მართავს ავტომობილს, დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, ატარებს სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს. ბადურას ასაკობრივი ცვლილებების დროს, ბადურა გარსის სისხლძარღვების ოკლუზიის ან დისტროფიული დაავადებების დროს. თვალის ტრავმის ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში.


ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ბლუ ბერის სპეციალური კომპლექსი ხელს უწყობს თვალის დაღლილობის შემცირებას, გაღიზიანებას, სიმშრალესა და ცრემლდენას, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში, იცავს თვალს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორებისგან, ოქსიდაციური სტრესისგან და უნარჩუნებს მხედველობის სიმახვილეს.


ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოცვის ექსტრაქტი - შეიცავს ანტოციანოზიდებს, რომლებიც აუმჯობესებენ მხედველობის სიმახვილეს და ხედვას სიბნელეში. აქვთ ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ხელს უწყობს როდოფსინის რეგენერაციას, აუმჯობესებს ბადურა გარსის ტროფიკას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, იცავს თვალებს ულტრაიისფერი სხივებისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. სამკურნალო კორდისკბილას ექსტრაქტი - შეიცავს ორგანულ მჟავებს, ფლავანოიდებს, გლიკოზიდებს და ტანინს. ხელს უწყობს ბადურის და მხედველობის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხსნის თვალების სიწითლესა და ცრემლდენას. მარიგოლდის ყვავილის ექსტრაქტი შეიცავს ლუთეინს- მაკულას პიგმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე. ამცირებს თვალის სიწითლეს, ქავილსა და ცრემლდენას, იცავს თვალს მკვეთრი სინათლის სხივების ზემოქმედებისაგან. ყურძნის წიპწების ექსტრაქტი - შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები. თვალის ბადურაში ამაგრებენ კაპილარების კედლებს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. ამცირებს შეშუპებას და თვალის ასაკობრივი დაავადებების განვითარების რისკს.


დოზირება:

​რეკომენდებულია 18 წლიდან, 2 აბი დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.


უკუჩვენება:

​ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.


შენახვა:

​ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ნიუ ნორდიკი
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
მოცვი+კორდისკბილა+საფერავის წიპწების ექსტრაქტი+ლუთეინი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
60
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat