გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის და დიეტოთერაპიის დროს.
ზუკარინი გამოიყენება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლისა და დიეტოთერაპიის დროს.
ბლოკავს და 50%-მდე ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას საკვებიდან, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ამცირებს ტკბილზე მოთხოვნას, მადას და ხელს უწყობს წონის შენარჩუნება/კლების პროცესს.
თუთის ფოთლის ექსტრაქტი ნაწლავებში ბლოკავს ნახშირწყლების შეწოვას საკვებიდან, თეთრი თუთის მთავარი აქტიური ნივთიერება DNJ 1-დეოქსინოჯირიმიცინი ახდენს ალფა-გლიკოზიდაზას ინჰიბირებას, რომლის შემდეგაც აღარ ხდება რთული ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე და შესაბამისად, რეგულირდება შაქრის ბალანსი სისხლში. ქრომი აუმჯობესებს ინსულინის ფუქნციას და ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებას.
რეკომენდებულია 14 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში, 1 აბი
3 - ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე, წყლის მიყოლებით.
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 14 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.