გამოიყენება მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას
სელენი 200 მკგ.
მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი.
ჰიპოთირეოზი, იოდის დეფიციტი, არასასურველი ეკოლოგიური გარემოს და მავნე ჩვევების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით; ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ; მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს; აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას; სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს; არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს. სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
დოზირება და მიღების წესი: სელენიუმ ფორტე ინიშნება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე. რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-3-ჯერ.
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.