პროდუქტის შესახებ
ბიოტინი
1000მკგ
მცენარეული კაფსულები
ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას „H“ და „სილამაზის ვიტამინსაც“ უწოდებენ, სწორედ ამიტომ ბიოტინი მსოფლიოში B ჯგუფის ვიტამინებიდან ყველაზე მაღალ გაყიდვადი პროდუქტია. ბიოტინის სინთეზი არ ხდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები დანამატის სახით.
ბიოტინის მოთხოვნილება იზრდება ორგანიზმზე სხვა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად: ქირურგიული ჩარევა (მუცლის ღრუს ორგანოებზე), გენეტიკური განწყობა ბიოტინის დეფიციტის მიმართ, ალკოჰოლის და ნიკოტინის ჭარბი მოხმარება.
ბიოტინი მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას.
ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში. ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში აუტოიმუნური დარღვევების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობისას ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას; წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე.
ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. იგი ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება-დარეგულირებაზე. კვლევების შედეგად დამტკიცებულია, ბიოტინის გამოყენება კანის კანდიდოზების დროს. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ განვითარებას.
ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
ჩვენება:
სებორეული დერმატიტით გამოწვეული ალოპეცია
სხვა და სხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ქიმიოთერაპიის და ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის
ქერტლი
ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა (მტვრევადობა, აშრევება, ზრდის დარღვევა)
კანის სტრუქტურის დარღვევა, მომატებული ცხიმიანობა ან სიმშრალე, ნაოჭები, აკნე
კანის კანდიდოზი
ჰიპერგლიკემია
დიაბეტური ნეიროპათია
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა.
არ შეიცევს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება 1 მცენარეული კაფსულა 1 ან 2-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენოთ თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
37223
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
ბიოტინი /ვიტ ბ-7/