/images/logo_ka.svg
სოლგარი-კალცი '600'+ვიტ დ3 ტაბლეტი #120

სოლგარი-კალცი '600'+ვიტ დ3 ტაბლეტი #120

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი

გამოიყენება კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის, ოსტეოპოროზის,მოტეხილობების,კარიესის დროს.

პროდუქტის შესახებ

სოლგარი - კალცი '600'+ვიტ დ3 

შემადგენლობა:

2 ტაბლეტი შეიცავს: 

კალციუმი (ხამანწკის მარჯნიდან მიღებული კალციუმის კარბონატი) – 1200მგ 

D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) – 600სე

ნატრიუმი - 15მგ

კალციუმი

ორგანიზმში არსებული კალციუმის თითქმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. იგი D3-თან ერთად უზრუნველყოფს ნებისმიერ ასაკში  ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. კალციუმი  პასუხისმგებელია ძვლების მინერალიზაციასა და ჰორმონების პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალური დონის შენარჩუნებას ძვლებსა და სისხლის ნაკადში. კალციუმი ახდენს ენერგეტიკული ცვლისა და ნეიროტრანსმისიის ნორმალიზებას, ასევე წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. კალციუმი ასტიმულირებს კალციტონინის გამოთავისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის ტრანსპორტირებას სისხლიდან დაზიანებულ ძვლოვან ქსოვილში. კალციუმი D3-თან ერთად ხელს უწყობს ქალბატონებში პოსტმენოპაუზის დროს მინერალური ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.  კალციუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების სპაზმს, რაც ქვედა კიდურების კრამპით ვლინდება. მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტის დროს კი ვითარდება რაქიტი და ოსტეომალაცია.

D3 ვიტამინი

 D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას და ათვისებას. მისი ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. კალციუმი და D3 ვიტამინი  ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის ჰიპერსეკრეციას და ძვლის  რეზორბციას  (ძვლებიდან კალციუმის გამოდევნა).


დამატებითი ინგრედიენტები: 

მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული გლიცერინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

არ შეიცავს:  გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, შაქარს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს და კონსერვანტებს.


ჩვენება:

  • კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • სისტემური დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდი;
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა;
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი;
  • კარიესის პროფილაქტიკა;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • კოფეინის  და თამბაქოს ჭარბი მოხმარება


დოზირება:

მიიღება 2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად 

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.


შენახვა:

​შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია, ან თავსახური დაზიანებულია.​​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლგარი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
კალციუმის კარბონატი+ქოლეკალციფეროლი /დ-3/+ნატრიუმი
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
120
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | სოლგარი-კალცი '600'+ვიტ დ3 ტაბლეტი #120