სოლგარი - ომეგა 3
შემადგენლობა:
EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) - 600მგ.
დამატებითი ინგრედიენტები:
თევზის ქონი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, ტოკოფეროლების ნაკრები.
შეიცავს თევზის კომპონენტებს (ანჩოუსი, სარდინი, სკუმბრია).
ჩვენება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების დროს : ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- ნერვული სისტემის დაავადებების დროს : მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას;
- დერმატოლოგიაში: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე ,კანის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და სხვა;
- გინეკოლოგიაში : ამცირებს ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების ფორმირებაში, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი;
- ენდოკრინოლოგიაში : შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია;
- ოფთალმოლოგიაში: კვებავს თვალის ბადურას და აუმჯობესებს მხედველობას;
- რევმატოლოგიაში: ართრიტი, ართროზი;
დოზირება:
მიიღება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში, კვების დროს.
შენახვა:
შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ ბავშვებს.