/images/logo_ka.svg
სოლგარი-ვიტამინი B-12 ტაბლეტი 1000მკგ #100

სოლგარი-ვიტამინი B-12 ტაბლეტი 1000მკგ #100

ამერიკის შეერთებული შტატები

სოლგარი

გამოიყენება ანემიის კომპლექსურ მკურნალობაში, მხედველლობის ნერვის ატროფიის, დიაბეტური და პერიფერიული ნეიროპათიის დროს.

პროდუქტის შესახებ

სოლგარი - ვიტამინი B-12 1000მკგ

შემადგენლობა:

B12  ვიტამინი (მეთილკობალამინი) – 1000მკგ


დამატებითი ინგრედიენტები:

მანიტოლი, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიკა გელი, ნატურალური არომატიზატორები.

არ შეიცევს: გლუტეინს, სახამებელს, რძის პროდუქტებს, სოიოს, საფუარს, შაქარს, სოდას, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს. 


მეთილკობალამინი B12  ვიტამინის კოფერმენტია, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას. რომელიც აღარ საჭიროებს გარდაქმნას. მისი ათვისება მომენტალურად და სრულყოფილად ხდება ორგანიზმის მიერ. B12  ვიტამინის სხვა ფორმები, მაგალითად ციანკობალამინი ღვიძლში განიცდის მეტაბოლიზმს. ეს პროცესი ორგანიზმში ხშირ შემთხვევაში არაეფექტურად მიმდინარეობს. მეთილკობალამინი B12  ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომელიც ნერვულ ქსოვილში გროვდება უფრო ექსტენსიურად ჰომოლოგებთან შედარებით. მისი მოქმედება 130-150-ჯერ აღემატება ციანკობალამინისას. 

მეთილკობალამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. იგი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზს. მეთილკობალამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს.

მეთილკობალამინი უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. მეთილკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.

მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას. მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. 

მეთილკობალამინი ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენს პროთრომბინის და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

სოლგარის მეთილკობალამინის სუბლინგვალური გრანულები მომენტალურად გადადის სისხლში.

სოლგარის მეთილკობალამინი მისაღებია ვეგეტარიანელებისათვისაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ვიტამინით ორგანიზმის შევსება მხოლოდ ცხოველური საკვებიდან ხდება. 

ჩვენება:

  • პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია
  • ქრონიკული ანემია, რომელიც მიმდინარეობს B12 ვიტამინის დეფიციტით (ადისონ-ბირმერის დაავადება, ალიმენტური მაკროციტული ანემია)
  • ანემიის კომპლექსურ მკურნალობაში (მათ შორის რკინადეფიციტური ანემია, პოსტჰემორაგიული, აპლასტიური ანემია, ტოქსიური და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემია)
  • დიაბეტური ნეიროპათია, პერიფერიული ნეიროპათია
  • მხედველობის ნერვის ატროფია, გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება, მხედველობის გაუმჯობესება
  • კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას), ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უკმარისობა, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი
  • პერიფერიული ნევრიტები: ზურგის ტვინში დეგენერაციული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები, სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო, რადიკულიტი 
  • ფუნიკულური მიელოზი, ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიური დაზიანება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუნის დაავადება
  • ტკივილის სინდრომი პერიფერიული და ნერვული სისტემის დაავადებებისას, კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
  • დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, სიკვდილის შიში, შაკიკი
  • მეხსიერების დაკარგვა/კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ჰომოცისტეინის დონის მომატებასთან
  • კანის დაავადებები: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტები
  • ჭინჭრის ციება
  • ასთმა (განსაკუთრებით სულფიტებზე მგრძნობელობასთან დაკავშირებული)
  • უშვილობა მამაკაცებში, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია, ფიზიკური გამოფიტვა
  • ხმაური ყურებში
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე

პრევენციის მიზნით გამოიყენება:

  • ბიგუანიდების, პარაამინოსალიცილის მჟავის, ასკორბინის მჟავის მაღალი დოზით დანიშვნისას
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს, რომლის დროსაც გართულებულია B12 ვიტამინის შეწოვა (კუჭის ნაწილის, წვრილი ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, ცელიაკია, მალაბსორბციის სინდრომი, სპრუ).
  • მწვავე სხივური დაავადება


დოზირება:

მიიღება მოზრდილებში 1 სუბლინგვალური ტაბლეტი დღეში, სასურველია  საკვების მიღების დროს. ტაბლეტი მიღებამდე მოათავსეთ ენის ქვეშ 30 წამის განმავლობაში. 

ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.


შენახვა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სოლგარი
ქვეყანა
ამერიკის შეერთებული შტატები
ჯენერიკი
მეთილკობალამინი
დოზა
1000მკგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
100
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat