/images/logo_ka.svg
ტრიოფერი ტაბლეტი #30

ტრიოფერი ტაბლეტი #30

იტალია

სიიტ ჰფს

გამოიყენება რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის, რკინადეფიციტური ანემიის, ორსულობის დროს.

პროდუქტის შესახებ

ტრიოფერი

შემადგენლობა:

  • რკინის ბისგლიცინატი -10მგ
  • რკინის სულფატი -10მგ
  • რკინის პიროფოსფატი -10მგ
  • ვიტამინი C 70მგ



ტრიოფერი სპეციალურად შექმნილია რკინის დეფიციტის ან რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

ტრიოფერი წარმოდგენილია რკინის ინოვაციური 3-შრიანი ფორმულით და რევოლუციური ტექნოლოგიით, რაც განაპირობებს აქტიური რკინის ტარგეტირებულ, დროში და სივრცეში განსაზღვრული კონტროლირებად გამონთავისუფლებას! რკინის ბისგლიცინატი, რკინა-ხელატირებული ამინო მჟავა. სწრაფი შრე: გამონთავისუფლდება 5 წუთში თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყისში და გამოირჩევა მაქსიმალური გასტრო-რეზისტენტობით და სწრაფი აბსორბციით. რკინის სულფატი, რკინის ყველაზე მაღალი შემცვლელობით. ნორმალური შრე: გამონთავისუფლდება 45 წუთში თორმეტგოჯა ნაწლავში ტრანზიტის დროს და ამ გზით დაცულია რკინის პრეპარატების მიღებით განპირობებული გართულებებისგან. რკინის პიროფოსფატი, არ არის დამოკიდებული pH-ზე, მიკროენკაფსულირებული, მაღალი ბიოშეგწევადობის მქონე რკინა. გვიანი შრე: გამონთავისუფლდება 8 საათში- წვრილ ნაწლავში ტრანზიტის დროს.

ტრიოფერი განაპირობებს რკინის მაქსიმალურ ბიოშეგწევადობას და ამ გზით გვიცავს რკინის დანამატების მიღებისას განვითარებული გვერდითი ეფექტებიდან, მათ შორის პირში რკინის არასასიამოვნო გემოს არსებობისგან, რაც განსაკუთრებით მძმედ აიტანება ორსულობისას. ტრიოფერი® ხასიათდება მაღალი ამტანობით და არ იწვევს სხვა რკინის პრეპარატებისთვის დამხასიათებელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას და დისპეფსიურ მოვლენებს.

რკინა წარმოადგენს ნორმალურიმეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს ელემენტს და ის აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის. რკინა ჩართლია ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში.

C ვიტამინი, ასევე ცნობილი როგორც L-ასკორბინის მჟავა, ზრდის რკინის აბსორბციას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი C აუცილებელია კოლაგენის, L-კარნიტინისა და ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის ბიოსინთეზისთვის; ვიტამინი C ასევე მონაწილეობს ცილის და ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში.


ჩვენება:

ტრიოფერი ეფექტურია რკინის დეფიციტის, ორსულობის, ძუძუთი კვების და ინტენსიური მენსტრუალური სისხლდენების დროს, როდესაც ორგანიზმი განიცდის რკინაზე გაზრდილ მოთხოვნილებას:

  • რკინადეფიციტური ანემია;
  • რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს;
  • რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნილების პერიოდი.


დოზირება:

საპროფილაქტიკოდ გამოიყენება 1 ტაბლეტი დღეში.

ორსულებში რკინადეფიციტური ანემიის პრევენციისთვის, ორსულობის მე-12 კვირიდან რეკომენდებულია ტრიოფერის 1 აბის გამოყენება ყოველდღიურად;


შენახვა:

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.




მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სიიტ ჰფს
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
რკინის ბისგლიცინატ ხელატი+რკინის სულფატი+რკინის პიროფოსფატი+ვიტ ც
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ტრიოფერი ტაბლეტი #30