/images/logo_ka.svg
სკინ-კაპი - შამპუნი 150მლ
სკინ-კაპი - შამპუნი 150მლ

სკინ-კაპი - შამპუნი 150მლ

საფრანგეთი

ქემიგრუფ ფრანსი ს.ა

პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - zinc pyrithionate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებებისათვის → პრეპარატები თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზისა და სებორეის მკურნალობისათვის
შემადგენლობა
თუთიის პირიტიონატი…..1%

ფარმაკოლოგიური თვისებები
შამპუნის აქტიური ნივთიერება - აქტივირებული თუთიის პირიტიონატი, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. მაღალი აქტივობა გააჩნია პრეპარატს Pytyrosporum ovale და PPytyrosporum orbiculare- ეს მიმართ, რომლებიც იწვევენ ანთებას და აქერცვლას ფსორიაზის და სებორეის დროს. შამპუნის სპეციალური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, აძლიერებს თუთიის პირიტიონატის ანტიმიკრობულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას; ქმნის მძლავრ გარემოს,თავის კანის ქერქოვან შრეში, ჩვეულებრივი საპროფიტული ფლორის წინააღმდეგ: ეხმარება წვის და ქავილის მოხსნაში. შამპუნში შემავალი აქტივირებული თუთიის პირიტიონატი თრგუნავს კანის ზედა შრეების პათოლოგიურ ზრდას, ამის გამო ამცირებს ზედმეტ აქერცვლას ფსორიაზის, სებორეის და ქერტლის დროს.

ჩვენებები
თავის თმიანი საფარის ნაწილის ფსორიაზი და დერმატიტი. მშრალი და ცხიმოვანი სებორეა, სეროზული ეკზემა,ქავილი,ქერტლი. შამპუნი ზრდის კანის ჰიდრატაციას, ამცირებს მის ცხიმიანობას, იწვევს გამწმენდ მოქმედებას და თმის ფოლიკულების ფუნქციის ნორმალიზაციას.

მიღების წესები და დოზები
გამოყენების წინ ფლაკონი ინტენსიურად უნდა შევანჯღრიეთ. დაასველეთ თმები. შამპუნის მცირე რაოდენობა წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ.
ჩამოიბანეთ და წაისვით ისევ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ წყლით. გამოიყენეთ 2-3 ჯერ კვირაში 2 კვირის მანძილზე. საჭიროების დროს გაიმეორეთ იგივე დოზებით.
შამპუნის დამარბილებელი მოქმედება გვაძლევს საშუალებას ხშირად დავიბანოთ თავი მგრზნობიარე კანით. არ მოქმედებს თმის ბუნებრივ ფერზე.

გვერდითი მოვლენები
შამპუნი კარგად გადაიტანება. იშვითად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, ამ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.<

უკუჩვენება
შამპუნის ზოგიერთი კომპონენტებისადმი ზედმეტი მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები
ავიცილოთ პრეპარატის მოხვედრა თვალებში და ლორწოვან გარსზე

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 4-3oC ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა:5 წელი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ქემიგრუფ ფრანსი ს.ა
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
კომბ. პრეპარატი!
რაოდენობა შეფუთვაში
1
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat