პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ალერტეკის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების-ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის 10მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.
ჩვენება: სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი; ქავილით მიმდინარე დერმატოზები; ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით), კვინკეს შეშუპება.
უკუჩვენება: პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებაა ცეტირიზინისადმი მომატებული მგრძნობელობა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
უსაფრთხოების ზომები: ალერტეკი რეკომენდებული დოზით არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, თუმცა სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია. მკურნალობის დროს აუცილებელია ლაქტაციის შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება: ერთჯერადად ცეტირიზინის 50მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას გამოვლენილია: ძილიანობა, მოუსვენრობა, გაღიზიანებადობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ყაბზობა, მიდრიაზი, ტაქიკარდია.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური მკურნალობა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ალერტეკის მოქმედი ნივთიერება-ცეტირიზინი, გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებებზე. ცეტირიზინისა და მაკროლიდების ან კეტოკონაზოლის კომბინაცია ელექტროკარდიოგრამაზე არ ავლენს ცვლილებებს.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება: მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი (10მგ)-დილას; 6-12 წლამდე ბავშვებში-1 ტაბლეტი (10მგ) ერთჯერადად დილას ან ნახევარი ტაბლეტი (5მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 2-6 წლამდე ბავშვებში-ნახევარი ტაბლეტი (5მგ) ერთ მიღებაზე დილას ან ერთი მეოთხედი ტაბლეტი (2.5მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის განახევრება.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ასაკოვანი პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: პირის ღრუს სიმშრალე; შესაძლებელია მცირედ გამოხატული და სწრაფად გარდამავალი ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და აქვს ტრანზიტორული ხასიათი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობა და შენახვის წესი: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა-4 წელი. ინახება 10-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტი 10მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორეული შეფუთვა-მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
18657