შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა მონტელუკასტი. თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 5მგ მონტელუკასტს (მონტელუკასტის ნატრიუმის სახით); სხვა დამხმარე ინგრედიენტებია: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, გუმარაბიკს, მალტოდექსტრინს, პროპილენგლიკოლს), ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენება: დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც ხელს უშლის ზოგიერთი ანთებითი მედიატორის (ლეიკოტრიენების) მიერთებას. ლეიკოტრიენები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროვებას და შეშუპებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვით დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, ეხმარება ასთმის კონტროლში. დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ ინიშნება პაციენტებში-ბავშვებში დღისით და ღამით განვითარებული ასთმის სიმპტომების პრევენციისთვის. დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ ინიშნება იმ პაციენტებისათვის, რომელთა ასთმის სიმპტომები ვერ კონტროლდება ადექვატურად სხვა პრეპარატებით და რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი მკურნალობა; დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ ასევე გამოიყენება 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კორტიზონით ინჰალაციის ნაცვლად (საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი), შემდეგ შემთხვევაში: თუ არ არის მიმდინარე, მწვავე ასთმური შეტევა, რომელიც მოითხოვს კორტიზონის ტაბლეტებით მკურნალობას; თუ ბავშვი ვერ იკეთებს კორტიკოსტეროიდებით ინჰალაციას; დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ ეხმარება ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეული სასუნთქი გზების შევიწროვების პრევენციას. პაციენტის-ბავშვის ასთმის სიმპტომებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მკურნალი ექიმი განსაზღვრავს დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ-ს მიღების წესს.
დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.
უკუჩვენება: პაციენტი ალერგიულია მონტელუკასტის ან აღნიშნულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
მიღების წესი: პაციენტმა-ბავშვმა უნდა მიიღოს დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ-ის 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში, როგორც დანიშნულია ექიმის მიერ; აღნიშნული პრეპარატის მიღება გრძელდება, მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა; არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მიუხედავად ასთმის მწვავე შეტევის არსებობისა. დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს; მიიღება შიგნით.
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: ერთი 5მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი დღეში, მიიღება საღამოს. დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ-ის საღეჭი ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად. საღეჭი ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. თუ პაციენტი-ბავშვი მკურნალობს დენკ-ეარ ჯუნიორ 5მგ-ით, იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არ ღებულობს იგივე აქტიური ნივთიერების-მონტელუკასტის შემცველ სხვა პრეპარატს.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.