/images/logo_ka.svg
ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #10

ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ #10

ავსტრია

სანდოზი

გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების საკმურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ამოქსიკლავი 2X ტაბლეტი 875მგ+125მგ

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: 875 მგ ამოქსიცილინი და 125 მგ კლავულანის მჟავა. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარამელოზა, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პროპილენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი, ეთილცელულოზას.


ჩვენებები:

ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილებისთვი ჩვეულებრივი დოზაა ერთი აპო-ამოქსი კლავი 500 მგ + 125 მგ ყოველ 12 საათში ან ერთი ამოქსიცილინი 250 მგ ყოველ 8 საათში. უფრო მძიმე ინფექციების და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევაში დოზა შეადგენს ერთ აპო-ამოქსი კლავი 875 მგ+125 მგ ტაბლეტს ყოველ 12 საათში ან ერთ აპო-ამოქსი კლავი 500 მგ+125 მგ ტაბლეტს ყოველ 8 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს. ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით აპო-ამოქსი კლავის ჩვეულებრივი დოზა 12 კვირის ბავშვებში შეადგენს: საშარდე გზების, ზედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების საშუალომდე სიმძიმის ინფექცია: 25 მგ.კგ დღეში ან 20 მგ.კგ დღეში, შესაბამისად ორ 12 სათიანი ინტერვალიბით ან სამ 8 საათიანი ინტერვალებით მიღებაზე. მძიმე ინფექცია: 45 მგ.კგ დღეში ან 40 მგ.კგ დღეში დაყოფილ დოზებად. ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია: 45 მგ.კგ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 12 საათში ან 40 მგ.კგ დღეში დაყოფილი დოზებად ყოველ 8 საათში. შუა ყურის ანთება: 40 მგ.კგ დღეში დაყოფილი ყოველ 8 საათში, 3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. 38 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში დოზირება შეესაბამება მოზრდილის დოზას.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის სპაზმები, შებერილობა, შეკრულობა, უმადობა, კოლიკის ტიპის ტკივილი, გამონაყარი, ჰეპატიტი და სიყვითლე, ანემია, ვაგინიტი, თავის ტკივილი, უსიამოვნო გემო პირში, თავბრუსხვევა, სისუსტე, ენის ანთება, შავი თმიანი ენა, სტომატიტი, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლა.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ან ბეტა-ლაქტამური ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატების მიმართ, ინფექციური მონონუკლეოზი - მოსალოდნელი ან დადგენილი; ანამნეზში აპო-ამოქსი კლავი მიღებით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის დაავადება.


ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.


შენახვის პირობები:

ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სანდოზი
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
875მგ+125მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat