/images/logo_ka.svg
აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1
აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1

აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1

რუმინეთი

რომფარმ კომპანი

აზიმაკი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ

პროდუქტის შესახებ

აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

​მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.
მომზადებული სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 40 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: მომზადებული სუსპენზიის 5 მლ შეიცავს: საქაროზა 3.87 გ, ასპარტამი (E951) 0.0125 გ;
ასევე: ქსანტანის ფისი (E415), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი (E551), ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ტიტანის დიოქსიდი (E171).


ჩვენება:

აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:

  • ბრონქიტი;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • სინუსიტი;
  • ფარინგიტი / ტონზილიტი;
  • შუა ოტიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.


დოზირება და მიღების წესი:

45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში).
Chlamydia trachomatis--ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria
gonorrhoeae - ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.
პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.

45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზიტრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:

15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ დანაყოფებად, რომელის შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს.
15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით:
15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში

45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს, დოზის კორექცია არ არის საჭირო (GFღ 10-80 მლ/წთ). მწვავე უკმარისობის (GFღ < 10 მლ/წთ) შემთხვევაში
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ 4.4 ნაწილი - განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
აზითრომიცინი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამიტომ მისი მიღება დაუშვებელია ღვიძლის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის. ასეთ პაციენტებზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.

მიღების წესი:
აზიმაკი ინიშნება დღეში ერთხელ.
დასაშვებია აზიმაკის მიღება საკვებთან ერთად.
აზიმაკი მიიღება მხოლოდ პერორალურად.


მომზადების წესი:

სუსპენზიის მომზადება:
შეანჯღრიეთ მშრალი ფხვნილი.
37,5 მლ (1500 მგ) სუსპენზიის მისაღებად ბოთლის შიგთავსს დაამატეთ 16,5 მლ წყალი.
კარგად შეანჯღრიეთ თეთრი, ჰომოგენური სუსპენზიის მიღებამდე.


შენახვა:

​შეინახეთ არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.
სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე.


მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
რომფარმ კომპანი
ქვეყანა
რუმინეთი
ჯენერიკი
აზითრომიცინი
დოზა
200მგ/5მლ
ფორმა
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
37.5მლ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | აზიმაკი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად