აზიტრომიცინის ტაბლეტი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანის რბილი ქსოვილების ინფექციების დროს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 500მგ აზითრომიცინი;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ჰიპრომელოზა, სიმინდის სახამებელი, სახამებელი 1500 (სიმინდის სახამებელი ნაწილობრივ პრეჟელატინიზირებული), ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ოპადრაი II 85 G (მათ შორის პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტალკი, მაკროგოლი 3350, ლეციტინი (სოიოსი), ტიტანის დიოქსიდი E171, რკინის ყვითელი ოქსიდი E172, ინდიგო კარმინი E132).
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი), მწვავე შუა ოტიტი.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, არაჰოსპიტალური ბაქტერიული პნევმონია).
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: Acne Vulgaris საშუალო სიმძიმის, მიგრირებადი ბეჭდისებური ერითემა (ლაიმის დაავადების საწყისი სტადია), წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმია.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი,
გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით.
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები. საჭიროა ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებისას.
შიგნით, ერთჯერ დღეღამეში, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, ჭიქა წყლის დაყოლებით.
სამკურნალო საშუალების ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი - 24 საათიანი ინტერვალით.
ზრდასრულები, ხანდაზმული პაციენტების და 45კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვების ჩათვლით
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციებისას: 500მგ ერთჯერ დღეღამეში 3 დღის განმავლობაში; ჯამური დოზა შეადგენს 1500მგ-ს.
მიგრირებული ერითემისას: 1გრ (2 ტაბლეტლი 500მგ ერთდროულად) პირველ დღეს და 500მგ ყოვრლდღე, დღეში ერთჯერ 2-დან 5 დღის ჩათვლით.
Acne Vulgaris გაურთულებელი ფორმებისას: კურსის დოზა შეადგენს 6 გრ-ს. პირველი 3 დღე ინიშნება 1 ტაბლეტი 500მგ დღეში ერთჯერ, შემდეგი 9 კვირა - 1 ტაბლეტი 500მგ კვირაში ერთჯერ, ამასთან, მეორე კვირას ტაბლეტს იღებენ წინა მიღებიდან 7 დღის შემდეგ.
ქრონიკული მიგრირებული ერითემისას: 1გრ (2 ტაბლეტი 500მგ ერთდროულად) პირველ დღეს და 500მგ ყოველდღიურად დღეში ერთჯერ 2-დან მე-5 დღის ჩათვლით.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისას: გაურთულებელი ურეთრიტი/ცერვიციტი - 1გრ ერთჯერადად.
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები: 1გრ (2 ტაბლეტი 500მგ) ყოველდღიურად ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად ექიმის დანიშნულებით.
ბავშვები:
500მგ აზითრომიცინის ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 45კგ-მდე სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს 10-80მლ/წთ) არ
არის საჭირო დოზის კორექცია. აზითრომიცინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს <10მლ/წთ).
ღვიძლის უკმარისობა:
რადგან აზითრმოცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველით, სამკურნალო
საშუალება არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში.
აზითრომიცინით მკურნალობის კვლევები ამ პაციენტებში არ ჩატარებულა.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება ისეთივე დოზა, რაც ზრდასრულებში. ამასთან, რადგან ხანდაზმული პაციენტები შეიძლება იყვნებ პროარითმიული მდგომარეობების მქონე პაციენტები, რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გულის არითმიის და torsades de pointes განვითარების რისკის გამო.
ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.