გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: ბაქტოქსი 250 მგ ფხვნილი ორალური სუსპენზიისათვის: ფლაკონი 12 დოზა, შეესაბამება 60 მლ გამზადებულ სუსპენზიას. 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ამოქსიცილინს; ბაქტოქსი 125მგ ფხვნილი ორალური სუსპენზიისათვის: ფლაკონი 12 დოზა, შეესაბამება 60 მლ გამზადებულ სუსპენზიას. 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 125 მგ ამოქსიცილინს;დამხმარე ნივთიერება (სამივე ფორმისათვის) საკმარისი 60 მლ ფლაკონისათვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.ჩვენება: ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ; - სეზონური რესპირატორული ინფექციები, -ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი); - პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია); -გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფორიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი); - უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი…და სხვ.); -გასტროენტეროლოგია (Helicobacter pylori–ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები); - ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა); - მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).
უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებისათვის ბაქტოქსი 500მგ: 15-20 მგ/კგ/დღეში 2-3 მიღებაზე ანუ საშუალოდ 1 დოზირებული კოვზი 2-ჯერ დღეში; ბავშვებისათვის ბაქტოქსი 250 მგ და 125 მგ: 30 თვის ზევით - 25-35 მგ/კგ/დღეში ანუ 250 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 2-3-ჯერ დღეში; 30 თვემდე – 35-50 მგ/კგ/დღეში ანუ საშუალოდ 125 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 3-ჯერ დღეში 8საათში ერთხელ. პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული გამოვლინება: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი. დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კანდიდოზი.
ორსულობა და ლაქტაცია: აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.შენახვის წესი და გამოყენების ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C.оმოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.