ციპროფლოქსაცინი ეხმარება ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში, იცავს სიმპტომების გამწვავებისგან.
Ciprofloxacin
ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
ერთი ტაბლეტი შეიცავს:აქტიური ნივთიერება: 250 ან 500 მგ ციპროფლოქსაცინს (ქლორიდი მონოჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებს:
ლაქტოზა, 0.014გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.02გ (500მგ-იან ტაბლეტში).
სახამებელი, 0.01 გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.024გ (500მგ-იან ტაბლეტში).
პოლოვინილპიროლიდონი 0.008გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.02გ (500მგ-იან ტაბლეტში).
მაგნიუმის სტეარატი, 0.002გ (250მგ-იან ტაბლეტში), 0.004გ (500მგ-იან ტაბლეტში).
ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ საშუალებას ზემოაღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული:
შარდსასქესო სისტემის ინფექციების.
სასუნთქი სისტემის ინფექციების.
ძვალსახსართა სისტემის ინფექციების.
ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების.
მცირე მენჯის ინფექციების.
აბდომინალური ინფექციების.
ჰეპატობილიარული ორგანოების ინფექციების.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების.
პოსტოპერაციული პერიოდის (აბდომინალური, უროგენიტალური, ორთოპედიული, სტომატოლოგიური ოპერაციები) ინფექციების.
აგრეთვე მძიმე სისტემური ინფექციების, გონორეის დროს.
ციპროფლოქსაცინი ინიშნება პერორალურად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. 16 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს ენიშნებათ 250-500 მგ დღეში ორჯერ.
გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება. დიარეის შემთხვევაში საჭიროა ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა, რომელიც მოითხოვს ვანკომიცინით მკურნალობას.
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, ცახცახი. იშვიათია უძილობა, პერიფერიული პარალგეზია, ოფლიანობა.
გემოს შეცვლა, შუილი ყურებში, სმენის დროებითი დაქვეითება.
ქავილი, გამონაყარი, ცხელება. იშვიათია სისხლჩაქცევები. სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი. იშვიათად ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰეპატიტი ღვიძლის უკმარისობით.
ტაქიკარდია, გულყრა, წამოხურება.
სახსრების შესივება, ტკივილი, კუნთების ტკივილი, სინათლისადმი ზემგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
იშვიათად აღინიშნება აქილოტენდინიტი, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
ეოზინოფილია, ლეიკოციტოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია.
შესაძლოა ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ქოლესტაზური სიყვითლე, შარდოვანას, კრეატინინის, ბილირუბინის მომატება.
ციპროფლოქსაცინის მიღება არ შეიძლება ქინოლონების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტებით ვერ მოხერხდა ციპროფლოქსაცინის ნაყოფის და მოზარდის ხრტილოვან ქსოვილზე არასასურველი ზემოქმედების გამორიცხვა.