გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ხსნარის მოხვედრა თვალის ლორწოვან გარსზე იწვევს წნევის მომატებას და ცრემლდენას. მიღების წესი და დოზირება: ბრილიანტის მწვანეს ხსნარით მუშავდება დაზიანებული ადგილი და მისი მომიჯნავე ჯანმრთელი ქსოვილი. თვალის დაავადებისას შესაძლებელია მისი ქუთუთოზე წასმა. ჭარბი დოზირება: აღწერილი არ არის ურთიექმედება სხვა პრეპარატებთან: დადგენილი არ არის. სიფრთხილე: ორგანული ნივთირებების (ჩირქი, სისხლი) არსებისას ქვეითდება პრეპარატის ანტიმიკრობული აქტივობა. ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება დასაშვებია. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე არ ახდენს გავლენა შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ცეცხლისაგან მოშორებით, ოთახის ტემპერატურაზე. გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა ურეცეპტოდ. შეფუთვა: 10მლ ნარინჯისფერ მინის ბოთლებში წითელი A ლოგოიანი ეტიკეტით
მწარმოებელი: შპს “ნობელ ფარმა” საქართველო, თბილისი. Kკაიროს ქ.