პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ბირთვი: აქტიური ნივთიერება: სისხლის კომპონენეტები: ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატი –
200მგ; დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი (К 90), ტალკი, ცელულოზა.
გარსი: აკაციის გუმფისი, გლიკოლის მთის ცვილი, ჰიპრომელოზას ფტალატი, დიეთილფტალატი, ქინოლონის
საღებარი ყვითელი ალუმინის ლაქი, მაკროგოლი (6000), პოვიდონი (К 90), საქაროზა, ტალკი, ტიტანის
დიოქსიდი.
აღწერილობა: მომწვანო-ყვითელი პრიალა მრგვალი შემოგარსული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორიგამოყენების ჩვენება
- თავის ტვინის მეტაბოლური და სისხლძარღვოვანი დარღვევების (მათ შორის, თავის ტვინის სისხლის
მიმოქცევის სხვადასხვა ფორმები, ქალა-ტვინის ტრავმის დემენცია) კომპლექსური თერაპია;
- პერიფერიული (არტერიული და ვენური) სისხლძარღვოვანი დარღვევები და მათი შედეგები (ანგიოპათია,
ტროპიკული წყლულები);
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატ აქტოვეგინის® ან ანალოგიური პრეპარატების მიმართ.
სიფრთხილით:
II და III ხარისხის გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ოლიგურია, ანურია, ჰიპერჰიდრატაცია;
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
გამოყენების წესი და დოზირება
პერორალურად, 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, დაუღეჭავად, ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წლის დაყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას.
დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს:
2000 მგ დღეში ვენაში 3 კვირის განმავლობაში შემდგომ ტაბლეტირებულ ფორმაზე გადასვლით – 2-3 ტაბლეტი
3-ჯერ დღეში არა ნაკლებ 4-5 თვე.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ჭინჭრის ციება, შეშუპებები, სამკურნალწამლო ციებ-ცხელება). ასეთ
შემთხვევებში საჭიროა აქტოვეგინით® მკურნალობის სასწრაფოდ შეწყვეტა. საჭიროების შემთხვევაში ატარებენ
ალერგიული რეაქციების სტანდარტულ თერაპიას (ანტიჰისტამინური საშუალებები და/ან კორტიკოსტეროიდები).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6694
ჯენერიკი
ხბოს სისხლისაგან დამზ. დეპროტინ. ჰემოდიალიატი