პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ერთი კაფსულის შემადგენლობა: რკინის ფუმარატი 304,25 მგ, თუთიის სულფატი-11,05 მგ, სპილენძის სულფატი-5,0 მგ, მანგანუმის სულფატი-6,2 მგ, ვიტამინი C -75,0 მგ, ვიტამინი B6-5,0 მგ, ვიტამინიB 12 -5 მკგ, ფოლის მჟავა-0,5 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიანემიურები, რკინა სხვა კომბინაციებში.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიები: პოსტჰემორაგიული, რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა ორსულობის, ლაქტაციის, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდში, დონორობის დროს, მკურნალობა და პროფილაქტიკა. რკინის არასაკმარისი მიღება ან მისი შეწოვის დარღვევა ქრონიკული ფაღარათის, ჭიებით ინვაზიის დროს.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება ექიმის დანიშნულებით ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, ფაღარათი.
უკუჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან, ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები - კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #30 კაფსულა შეფუთვაში.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25C.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ვეფა, სტამბული, თურქეთი.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს. „ევროფარმა ჯორჯია“, თბილისი.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
6390
ჯენერიკი
რკინის III ჰიდროქსიდი+ფოლის მჟავა+ვიტ ბ-12