პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Sodium chloride, potassium chloride, calcium chloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია → რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციის საშუალებები პარენტერალური გამოყენებისათვის → პოლიიონური ხსნარები
შემადგენლობა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება:
ნატრიუმის ქლორიდის შემცველი რთული ხსნარი [კალიუმის ქლორიდი+კალციუმის ქლორიდი+ნატრიუმის ქლორიდი].
სამკურნალწამლო ფორმა:საინფუზიო ხსნარი.
შემადგენლობა
1000მლ ხსნარი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 8,60გ, კალციუმის ქლორიდი-0,33გ, კალიუმის ქლორიდი 0,30გ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი, რაც შეესაბამება ნატრიუმს (Na+)-147,00 მმოლ/ლ, კალიუმს (K+)-4,00 მმოლ/ლ, კალციუმს (Ca2+)-2,25 მმოლ/ლ, ქლორს (Cl-)-155,60 მმოლ/ლ.
თეორიული ოსმოლარობა: 309 მოსმ/ლ.
აღწერა
უფერო გამჭვირავლე ხსნარი.
ჩვენებები
პლაზმის შემცვლელი საშუალების სახით, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა, მათ შორის შოკი, კოლაფსი, დამწვრობა მოყინვა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციისთვის მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას, ნაწლავთა ფისტულები, სხვადასვა ეტიოლოგიის დეჰიდრატაცია; მეტაბოლური ალკალოზი, რასაც ახლავს სითხის დანაკარგი.
მიღების წესები და დოზები
ინტრავენურად წვეთოვნად, 60-80 წვეთი წუთში, ან ნაკადურად. დღეღამური დოზა მოზრდილებისთვის 5-20-მლ/კგ, აუცილებლობისას შეიძლება გაიზარდოს 30-50მლ/კგ-მდე. დღიური დოზა ბავშვებისთვის - 5-10მლ/კგ, შეყვანის სიჩქარე 30-60 წვეთი/წუთში, შოკური დეჰიდრატაციისას დასაწყისში შეყავთ 20-30მლ/კგ. მკურნალობის კურსი - 3-5 დღე.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
ხანგრლივი მიღებისას აუცილებელია პლაზმასა და დღეღამურ დიურეზში ელექტროლიტების კონტროლი.
ქლორის იონების მაღალი დონის გამო რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.
დიდი მოცულობის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის და ელექტროლიტების დონის კონტროლი. სისხლის pH-c ის (მჟავიანობის) ცვლილება იწვევს კალიუმის იონების გადანაწილების გადაჭარბებას (pH-is დაქვეითება იწვევს კალიუმის იონების შემცველობის მომატებას სისხლის შრატში).
შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარიანი დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება!
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების დაყოვნება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები. კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთნ, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიური ეფქტების შესაძლებლობა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
17830
ჯენერიკი
ნატრიუმის ქლორიდის რთული ხსნარი