რივაროქსი ტაბლეტი 20მგ #28

რივაროქსი ტაბლეტი 20მგ #28

მალტა

კომბინო ფარმა
კალათის ფასდაკლება
-
4.4
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rivaroxaban
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 15 მგ ან 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ფარმაცევტული ფორმა
მრგვალი, ორმხრივამობურცული, წითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,
ერთ მხარეს ამონაჭდევით “II” (რივაროქსი (15 მგ)).
მრგვალი, ორმხრივამობურცული, მოწითალო-მოყავისფრო, აპკიანი გარსით დაფარული
ტაბლეტები (რივაროქსი (20 მგ)).

კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენებები

რივაროქსაბანი ნაჩვენებია ზრდასრულს პაციენტებში:
- ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, არასარქვლოვანი
წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით,
როგორიც არის გულის შეგუბებითი უკამრისობა, არტერიული ჰიპერტენზია, 75 წელზე
მეტი ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე)
მკურნალობისთვის და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება
დოზირება:
ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში
არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით
რივაროქსაბანი რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში 1-ჯერ, რაც
წარმოადგენს პრეპარატის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ ვლინდება ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის
რისკ-ფაქტორები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობისგან მიღებული
სარგებლისა და მკურნალობის შედეგად განვითარებული შესაძლო გართულებების რისკფაქტორების თანაფარდობაზე.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს პრეპარატი
და მომდევნო დღეს გააგრძელოს პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმით. არ შეიძლება
დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) მკურნალობა და განმეორებითი ღვთ-ს პროფილაქტიკა,
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა და განმეორებითი ფათე-ს

პროფილაქტიკა
რივაროქსაბანი რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს 2-ჯერ დღეში პირველი 3 კვირის
განმავლობაში. მეოთხე კვირიდან, შემდგომი ხანგრძლივი თერაპიისა და პროფილაქტიკის
მიზნით, ინიშნება 20 მგ დღეში 1-ჯერ. მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა
(არანაკლებ 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს რისკის შექცევადი ფაქტორების შეფასებას
(გადატანილი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, იმობილიზაციის პერიოდი). იდიოპათიური გენეზის
ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების, ასევე ანამნეზში განმეორებადი ღვთ-ს და ფათე-ს არსებობის
შემთხვევაში, გადაწყვეტილება მკურნალობის კურსის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით
მიიღება პერმანენტულად რისკის ფაქტორების შეფასების საფუძველზე.
როდესაც ნაჩვენებია მკურნალობის გახანგრძლივება განმეორებადი ღვთ-ს და ფათე-ს
არსებობისას (6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში), რეკომენდებული დოზა
შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ. პაციენტებში ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების მაღალი რისკით
(შესაბამისი თანმხლები დაავადებების არსებობისას), ან პაციენტენში, რომელთაც პრეპარატის
10 მგ დოზით მიღების მიუხედავად მაინც აღწენიშნებათ ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების
საშიშროება, საჭიროა განხილულ იქნას დღეში 20 მგ დოზით მკურნალობის გაგრძელება.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ თითოეული
პაციენტისთვის ინდივიდუალურად და სისხლდენის განვითარების რისკის შეფასების
საფუძველზე.

უკუჩვენება:
- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
- აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.
- მასიური სისხლდენის რისკთან დაკავშირებული პათოლოგიური ცვლილება ან
მდგომარეობა, მაგ.:
- საჭმლის მონელებელი ტრაქტის წყლული უახლოეს წარსულში ან საჭმლის
მონელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში,
- ავთვისებიანი წარმონაქმნი სისხლდენის მაღალი რისკით,
- უახლოეს წარსულში თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმა ან დაზიანება,
- უახლოეს წარსულში თავის, ზურგის ტვინზე ან თვალებზე ჩატარებული ქირურგიული
ოპერაციები,
ორსულობა და ლაქტაცია.
-18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კომბინო ფარმა
ქვეყანა
მალტა
ჯენერიკი
რივაროქსაბანი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი