შემადგენლობა: რკინის გლუკონატი-360მგ; ვიტმინი-B6-4,0მგ; ვიტამინი C-80მგ; ფოლიუმის მჟავა-300მკგ; ვიტამინი B 12-15 მკგ.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემია; ფოლიუმის მჟავის დეფიციტი; სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.); ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; (ორსულობის II და III ტრიმესტრში), მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.
გამოყენებისწესი და დოზირება: შელფერუმი მიიღება პერორალურად (შიგნით), ჭამის შემდეგ. მკურნალობა–1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა–1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდი–1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის კურსი Hბ-ს შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალწამლო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები, ჰემოპოეზის სტიმულირებისათვის.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25 ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.