გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ ან მკერდის არეში ტკივილის, ეგრეთ წოდებული სტენოკარდიის დროს.
პრეპარატი Pამლოდიპინი (AMLODIPINE) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამლოდიპინის ბეზილატს.
ამლოდიპინი ინიშნება :
აღნიშნული შემთხვევების დროს შესაძლებელია ამლოდიპინის მიღება მონოთერაპიის სახით ან სხვა პრეპარატებთან ერთად.
როგორც მაღალი არტერიული წნევის დროს ასევე მკერდის არეში ტკივილისას ამლოდიპინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5მგ დღეში. საჭიროების მიხედვით ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დღიური დოზა მაქსიმუმ 10 მგ.
ამლოდიპინი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია უფრო გაგიადვილდეთ თუ პრეპარატს მიიღებთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, მაგალითად საუზმის, სადილის დროს ან ძილის წინ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თვითნებურად.
ნებისმიერმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ამლოდიპინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია შეშუპება და თავის ტკივილი.
თუმცა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული სიმპტომი შეგაწუხებთ:
ამლოდიპინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (15-30 C) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.