/images/logo_ka.svg
ამლოდიპინი+ვალსარტანი ნორმონი ტაბლეტი 10მგ+160მგ #28
ამლოდიპინი+ვალსარტანი ნორმონი ტაბლეტი 10მგ+160მგ #28

ამლოდიპინი+ვალსარტანი ნორმონი ტაბლეტი 10მგ+160მგ #28

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი

კალათის ფასდაკლება
-
14.33

​ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება ცალკე ამლოდიპინით ან ვალსარტანით.

პროდუქტის შესახებ

ამლოდიპინი+ვალსარტანი ნორმონი ტაბლეტი 10მგ+160მგ

შემადგენლობა:

​აქტიური ნივთიერებებია: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით) და ვალსარტანი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს და 160 მგ ვალსარტანს;

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლი (ვინილსპირტს), ტიტანიუმის დიოქსიდს (E171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და რკინის წითელი ოქსიდი (E172).


ჩვენება:

ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება ცალკე ამლოდიპინით ან ვალსარტანით.


მიღების წესი:

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას.
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.

  • უმჯობესია მედიკამენტის მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;
  • ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად;
  • ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.

მკურნალობის პასუხის მიხედვით შეიძლება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება.
დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება.

ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი და ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და ზემოთ)
ექიმმა სიფრთხილით უნდა გაზარდოს დოზა. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.


შენახვის წესი:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ლაბ. ნორმონი
ქვეყანა
ესპანეთი
ჯენერიკი
ამლოდიპინი+ვალსარტანი
დოზა
10მგ+160მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
28
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat