პროდუქტის შესახებ
ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მოზრდილებში.
დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი ამლოპრილი - ჰუმანითი დღეში. ამლოპრილი - ჰუმანითის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად. თუ პაციენტს აქვს შთაბეჭდილება, რომ პრეპარატი ძალიან ძლიერად ან სუსტად მოქმედებს უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება. არ მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, არ არის საჭირო დოზის კორექცია >65 წლის პაციენტებში. ღვიძლის დაავადებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სისხლში ამლოდიპინის დონეზე, რაც საჭიროებს ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის პერიოდულ მონიტორინგს. ამლოპრილი - ჰუმანითით თერაპიის დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციის ხშირი მონიტორინგი, სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონეების შემოწმება. თირკმლის ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩანაცვლდეს სათანადო მკურნალობის სქემით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დაუშვებელია პრეპარატის მიღება ალკოჰოლთან, გრეიფრუტის წვენთან და გრეიფრუტთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, თავის ტკივილი, ხველა, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, ქავილი. სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე, ყლაპვის გაძნელება, შეშუპება, ძილიანობა, ცუდად ყოფნა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, სიწითლე. თმის ცვენა, წითელი ლაქები კანზე, კანის გაუფერულება, მონელების დარღვევები, კუნთების სპაზმი, ფაღარათი და შეკრულობა, სახსრების ტკივილი, ზურგის, გულმკერდის ტკივილი, დეპრესია, შფოთვა, კანკალი, ხმაური ყურებში, არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, გემოს ცვლილებები, მგრძNობელობის მოშლა, ცხვირიდან გამონადენი, შარდვის გახშირება ღამით და შარდვის სხვა დარღვევები, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, გულის წასვლა, უგუნებობა, იმპოტენცია მამაკაცებში, მკერდის გაძრდა, წონის მატება ან შემცირება. ღვიძლის ფუნქციის უჩვეულო ტესტი, ღვიძლის ანთება, კანის სიყვითლე, გულის შეტევა, გულის რითმის დარღვევები, ხველა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტუჩების, ქუთუთოების და გენიტალიების შეშუპება, ღრძილების ტკივილი ან შეშუპება, პანკრეასის ანთება, კუჭის ლორწოვანის ანთება, თივის ცხელება, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, სისხლძარღვების ანთება. დაბნეულობა, ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეცია, რომელიც აკონტროლებს შარდის რაოდენობის გამოყოფას, თირკმელების მწვავე პრობლემა, თირკმლის უკმარისობა, ფსორიაზი, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მაჩვენებლების შემცირება. ბილირუბინის, გლუკოზის დონის მომატება, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე. თრომბოციტების, ლეიკოციტების შემცირება სისხლში. მოცემული პრობლემები იწვევენ გახანგრძლივებულ სისხლდენას, დაღლილობას, სისუსტეს, ლიმფური კვანძების დაავადებას, ინფექციის განვითარება უფრო ადვილად ხდება. ფილტვების ანთება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ლიზინოპრილის ან ამლოდიპინის ან რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, სხვა აგფ ინჰიბიტორების და სხვა კალციუმის არხების ბლოკატორების მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება წარსულში, მწვავე ალერგიული რეაქცია ოჯახის წევრთან, დაბალი არტერიული წნევა, აორტის შევიწროება, გულის ორკარედა სარქველის შევიწროება, გულის კუნთების გასქელება, კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის ინფარქტი გულის უკმარისობით, 3 თვეზე მეტი ხნის ორსული. შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია, ალისკირენის შემცველი პრეპარატის მიღებისასორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი ორსულადაა, ან გეგმავს ბავშვის გაჩენას პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. არ არის რეკომენდებული ამლოპრილი-ჰუმანითის მიღება ორსულობის დროს და დაუშვებელია 3 თვეზე მეტი ხნის ორსულებში. არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა თუ პაციენტს აღენიშნა თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: ელექტროლიტური დისბალანსი, თირკმელების უკმარისობა, სუნთქვის გახშირება, გულის აჩქარება, გულის ფრიალი, გულის ცემის შესუსტება, თავრუსხვევა, შფოთვა, ხველა, გონების დაკარგვა ან სისუსტე. არტერიული წნევის დაცემისას შესაძლებელია შოკის განვითარება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება, რომელიც მიიღებს სათანადო ზომებს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
5854
ჯენერიკი
ლიზინოპრილი+ამლოდიპინი