ბეტალოკი ზოკ ტაბლეტი  50მგ #30

ბეტალოკი ზოკ ტაბლეტი 50მგ #30

შვედეთი

ასტრაზენეკა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ერთი ტაბლეტი ბეტალოკ ზოკი შეიცავს: 23,75 მგ, 47,5 მგ და 95 მგ მეტოპროლოლ სუქცინატს, რაც შეესაბამება 19,5 მგ, 39 მგ და 78 მგ მეტოპროლოლს და 25 მგ, 50 მგ და 100 მგ მეტოპროლოლ ტარტრატას, შესაბამისად.
დამხმარე ნივთიერება:
ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ჰიპროლოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პარაფინი, მაკროგოლი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ტიტანიუმ დიოქსიდი.
აღწერა: 25 მგ ბეტალოკ ზოკ: ოვალური ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ორივე მხარეს გადატეხის ზოლი, და ერთ მხარეს A გრავირება
..
50 მგ ბეტალოკ ზოკ: მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ერთ მხარეს გადატეხის ზოლი და მეორე მხარეს A გრავირება

100 მგ ბეტალოკ ზოკ: მრგვალი ორმხრივამობურცული თეთრი ან მოთეთრო შემოგარსული ტაბლეტი; ერთ მხარეს გადატეხის ზოლი და მეორე მხარეს A გრავირება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სელექტური ბეტა 1- ადრენობლოკატორი
ათქ კოდი: NC 07AB02ჩვენება
უ არტერიალური ჰიპერტენზია.
უ სტენოკარდია.
უ გულის სტაბილური სიმპტომური ქრონიკული უკმარისობა მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევით (გულის ქრონიკული უკმარისობის ძირითადი მკურნალობის დამატებითი თერაპია).
უ სიკვდილიანობის და მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზის შემდეგ განმეორებითი ინფარქტის სიხშირის შემცირება.
უ გულის რითმის დარღვევები, პარკუჭზედა ტაქიკარდიის ჩათვლით, პარკუჭების შეკუმშვის სიხშირის შემცირება წინაგულის ფიბრილაციის და პარკუჭების ექსტრასისტოლების დროს.
უ გულის მოქმედების ფუნქციონალური დარღვევები, ტაქიკარდიის თანხლებით
უ შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა

უკუჩვენება
II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, დეკომპენსაციის სტადიის გულის უკმარისობა, პაციენტები, რომლებიც იღებენ ინოტროპული საშუალებებით ხანგრძლივ და ხანგამოშვებით თერაპიის, რომელიც მოქმედებს ბეტაადრენორეცეპტორებზე, კლინიკურად მნიშვნელოვანი სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევები, არტერიალური ჰიპოთენზია. ბეტალოკი უკუნაჩვენებია მიოკარდის მწვავე ინფარქტის მქონე ავადმყოფებში, რომელთა გულის შეკუმშვის სიხშირე შეადგენს წუთში 45 –ზე ნაკლებს PQ ინტერვალი 0,24 წამზე ნაკლებია, ხოლო სისტოლური არტერიალური წნევა 100 მმ ვ.წყ.სვ. მეტოპროლოლის და მისი კომპონენტების ან სხვა β –ადრენობლოკატორების მიმართ ცნობილი მომატებული მგრძნობელობა. განგრენის საშიშროების შემთხვევაში პერიფერიული სისხლძარღვების მძიმე დაავადებების დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ β–ადრენობლოკატორებს, უკუნაჩვენებია ვერაპამილის ტიპის კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორების ინტრავენურ შეყვანა. 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
სიფრთხილით: I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პრინცმეტალის სტენოკარდია, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების მძიმე უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა, მეტაბოლური აციდოზი, გულის გლიკოზიდებთან ერთდროულად დანიშვნა.

გამოყენება ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში
როგორც პრეპარატების უმრავლესობის, ბეტალოკ ზოკის დანიშვნა ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის დაან ბავშვისათვის პოტენციურ რისკს. როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიურმა საშუალებებმა, β –ადრენობლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, მაგალითად, ბრადიკარდია ნაყოფში, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში ან ბავშვებში. დედის რძესთან გამოყოფილი მეტოპროლოლის რაოდენობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში β –მაბლოკირებელი მოქმედება (დედის მიერ თერაპიული დოზებით მეტოპროლოლის მიღების დროს) უმნიშვნელოა.

გამოყენება და დოზირება
ბეტალოკ ზოკი ინიშნება დღეში ერთხელ ყოველდღიურად, რეკომენდებულია პრეპარატის დილით მიღება. ბეტალოკ ზოკის ტაბლეტი მიიღება სითხის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის (ან ორად გაყოფილი ტაბლეტის) დაღეჭვა ან დაფშვნა. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. დოზის შერჩევის დროს საჭიროა ბრადიკარდიის განვითარების თავიდან აცილება.გამოშვების ფორმა
25 მგ, 50 მგ და 100 მგ ხანგრძლივი გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ასტრაზენეკა
ქვეყანა
შვედეთი
ჯენერიკი
მეტოპროლოლი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი