პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: 5მგ ბისოპროლოლის ფუმარატი-5მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი (ტიპი ბ), ყვითელი საღებავი PB228121, 1-5მგ დოზირებისთვის (ლაქტოზის მონოჰიდრატი 87%, რკინის ყვითელი ოქსიდი 13%).
მიღების ჩვენება: არტერიული ჰიპერტენზია; გულის იშემიური დაავადება, სტაბილური სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა; გულის ქრონიკული უკმარისობა.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა ბისოპროლოლის და სხვა ბეტაადრენომაბლოკირებლების მიმართ; შოკი (მათ შორის კარდიოგენური), კოლაფსი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენაციის სტადიაში, რომელიც მოითხოვს ინოტროპულ თერაპიას, II-IIIO ხარისხის AV ბლოკადა ელექტროკარდიოსტიმულატორის გარეშე, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები); კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე); გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100მმ-ზე ნაკლები, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს); ბრონქული ასთმის მძიმე ფორმები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ანამნეზში; მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მიღება (მაო-ბ-ს გარდა), პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია (ალფა ადრენობლოკერების გამოყენების გარეშე); მეტაბოლური აციდოზი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის), ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია (რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა).ამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის ბიდოპი გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფში ან-და ბავშვში გვერდითი ეფექტების განვითარების პოტენციურ რისკს. მონაცემები იმის შესახებ გამოიყოფა თუ არა ბისოპროლოლი ლაქტატში არ არსებობს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას რეკომენდებულია ლაქტაციის შეწყვეტა.
გამოყენების მეთოდი და დოზები: შიგნით, დილით, უზმოზე, დაუღეჭავად, ერთჯერადად. დოზის შერჩევა საჭიროა ინდივიდუალურად. არტერიული ჰიპერეტნზია და გულის იშემიური დაავადება: სტაბილური სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა: საწყისი დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 5მგ-ს 1-ჯერ დღეში. აუცილებლობისას დოზა იზრდება დღეში 10მგ-მდე. მაქსიმალური დღიური დოზა-20მგ დღეში. გულის ქრონიკული უკმარისობა: 1,25მგ 1-ჯერ დღეში პირველი კვირის განმავლობაში. მეორე კვირის განმავლობაში-2,5მგ-დღეში, მესამე კვირის განმავლობაში 3.75მგ-დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში 5მგ-დღეში, 9-12 კვირის განმავლობაში 7,5მგ-დღეში, შემდეგ 10მგ-დღეში. ბისოპროლოლის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ-ს დღეში. თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20მლ-წთ-ზე ნაკლები ან ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას, მაქსიმალური დღიური დოზა-10მგ. ასეთ პაციენტებში დოზის ზრდა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.შენახვის პირობები: ინახება 15-30C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
18667