პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა კაპტოპრილი. 1 ტაბლეტი შეიცავს 25 მგ კაპტოპრილს. დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებლი, სტეარინის მჟავა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.
ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა.
დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული საწყისი დოზა ჰიპერტენზიის დროს: 25-50 მგ კაპტოპრილი დღე-ღამეში, მიღებული 2 დოზად. არტერიული წნევის სასურველი მაჩვენებლის მისაღწევად დოზა შესაძლებელია გაიზარდოს თანდათანობით საჭიროებისამებრ 100-150 მგ-მდე, დანიშნული 2 დოზად. თუმცა, აუცილებელია სულ მცირე 2 კვირიანი ინტერვალების დაცვა დოზის მომატებებს შორის. გულის ქრონიკული უკმარობა: კაპტოპრილის საწყისი დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 6.25-12.5, მიღებული დღეში 2-3-ჯერ. დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით. კაპტოპრილის შემანარჩუნებელი დოზაა 75-100 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამდენიმე დოზად. კაპტოპრილის მაქსიმალური დოზაა - 150 მგ, გაყოფილი რამდენიმე დოზად. ხანდაზმულ და თირკმელის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია მკურნალი ექიმის მიერ დოზის შემცირება - განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე. ბავშვები და მოზარდები: კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს დაახლოებით 0.3 მგ სხეულის მასის კგ-ზე. თირკმლის უკმარობის მქონე დღენაკლულებში, ახალშობილ და ჩვილ ბავშვებში კაპტოპრილის საწყისი დოზა შეადგენს 0.15 მგ სხეულის მასის კგ-ზე. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად. კაპტოპრილი დენკი 25 მიღება შესაძლებელია კვებათა შორის ინტერვალში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილის, სხვა აგფ-ინჰიბიტორის ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ანგიონევროზული შეშუპება განვითარებული აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე წარსულში. ქსოვილოვანი შეშუპებისაკენ მიდრეკილება, ორსულობა პირველი სამი თვის შემდგომ. შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის დარღვეული ფუნქცია. ალსკირენის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არ არის რეკომენდებული კაპტოპრილი დენკი 25-ის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და ლაქტაციის პერიოდში. უკუნაჩვენებია მისი მიღება ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატმა, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე, შესაძლოა მოადუნოს ადამიანის ყურადღება მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვისას, რაც საჭიროებს სიფრთხილის გამოჩენას.
ჭარბი დოზირება: ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების, ბავშვის მიერ შემთხვევით ტაბლეტების გადაყლაპვის ან ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობისას დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება: გამოხატული ჰიპოტენზია, შოკი, შენელებული გულისცემა, თირკმლის უკმარობა. საჭიროა დეზინტოქსიკაციური თერაპიის ჩატარება და შემდგომი მეთვალყურეობა დანიშვნა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
13614