შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილ მალეატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ენალაპრილ მელეატს.
ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა. მარცხენა პარკუჭის ასიმპტომური დისფუნქციის შემთხვევაში, გამოიყენება გულის უკმარისობის საპრევენციოდ.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ენალაპრილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების ან აგფ-ს სხვა ინჰიბიტორების მიმართ; თუ აგფ-ს ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებით აღინიშნებოდა ალერგიული რეაქცია (ანგიოედემა), რომელიც გამოვლინდა ტუჩების, სახის, კისრის, ხელებისა და ფეხების მკვეთრი შეშუპებით, რასაც თან ახლდა სუნთქვის გაძნელება და ხრიალი; მემკვიდრული ანგიოედემა ან, თუ ანგიონევროზული შეშუპება განვითარდა რაიმე სხვა მიზეზის გამო. ორსულობის ბოლო ექვსი თვე. ენაპის მიღების წესი: ენაპი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ჩვეულებრივ დოზის შერჩევა ხდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და საჭიროების საფუძველზე და ასევე დამოკიდებულია უკვე მიღებულ სხვა პეპარატებზე. არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 5 მგ-ს, მიიღება დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 40 მგ-მდე.
ენაპის შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ნესტისგან დასაცავად.