ჰარტილი ამლო კაფსულა 10მგ+5მგ #30

ჰარტილი ამლო კაფსულა 10მგ+5მგ #30

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - ramipril, amlodipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები

რას შეიცავს პრეპარატი ჰარტილი ამლო
აქტიური ნივთიერებები:
ჰარტილი ამლო, მყარი კაფსულები 2,5 მგ/2,5 მგ: 2,5 მგ რამიპრილი და 2,5 მგ ამლოდიპინი თითოეულ კაფსულაში.
ჰარტილი ამლო, მყარი კაფსულები 5 მგ/5 მგ: 5 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი თითოეულ კაფსულაში.
ჰარტილი ამლო, მყარი კაფსულები 10 მგ/5 მგ: 10 მგ რამიპრილი და 5 მგ ამლოდიპინი თითოეულ კაფსულაში.
ჰარტილი ამლო, მყარი კაფსულები 5 მგ/10 მგ: 5 მგ რამიპრილი და 10 მგ ამლოდიპინი თითოეულ კაფსულაში.
ჰარტილი ამლო, მყარი კაფსულები 10 მგ/10 მგ: 10 მგ რამიპრილი და 10 მგ ამლოდიპინი თითოეულ კაფსულაში.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის დიბეგენატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰარტილი ამლო შედგება ორი პრეპარატისგან, რომელთა დასახელებებია რამიპრილი და ამლოდიპინი. რამიპრილი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომელთაც ეწოდება აგფ-ინჰიბიტორები (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები), ხოლო ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომელთაც ეწოდება კალციუმის არხების ბლოკატორები.
რამიპრილის მოქმედება:
• თქვენს ორგანიზმში აქვეითებს იმ ნივთიერებათა გამომუშავებას, რომელთაც შეუძლიათ სისხლის წნევის მომატება.
• ადუნებს და აფართოებს თქვენს სისხლძარღვებს.
• თქვენს გულს უადვილებს მთელს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვას.
ამლოდიპინის მოქმედება:
• ადუნებს და აფართოებს თქვენს სისხლძარღვებს.

ჩვენებები
ჰარტილი ამლოს გამოყენება შეიძლება სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზია) მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებზეც ერთდროულად, თერაპიულ დოზებში გამოყენებული ორივე პრეპარატი, როგორც კომბინაციაში, ისე ცალ-ცალკე, ადეკვატურ ზემოქმედებას ახდენს
მიღების წესები და დოზები
ჰარტილი ამლო ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ სამკურნალო საშუალების მიღებისას გახსოვდეთ, რომ:
• აღნიშნული სამკურნალო საშუალება მიიღება პერორალურად, დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს, ყოველდღიურად მკურნალობის კურსის განმავლობაში, როგორც ჭამის წინ, ისე მის შემდეგ.
• პრეპარატის მყარი კაფსულები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით.
• მყარი კაფსულები არ დაჭყლიტოთ და არ დაღეჭოთ.

რა რაოდენობით უნდა მიიღოთ პრეპარატი
• ჩვეული დოზა შეადგენს 1 კაფსულას, პრეპარატის დოზირებით, რომელიც დაგინიშნათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა.
• თერაპიული ეფექტის მიხედვით, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეცვალოს დოზა.
• მაქსიმალური დოზა შეადგენს 1 კაფსულას პრეპარატის დოზირებით 10/10 მგ, დღეში ერთხელ.
პრეპარატის დანიშვნა ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს
ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.

გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰარტილი ამლომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ ჰარტილი ამლოს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს –შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდეთ:
• სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რასაც თან სდევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს ჰარტილი ამლოს მიღებაზე მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი.
• კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, კანის უკვე არსებული დაავადებების გამწვავება, გაწითლება, ბებერების წარმოქმნა ან კანის აშრევება (მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა).
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
რამიპრილი+ამლოდიპინი
დოზა
10მგ+5მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი