კოენზიმ კომპ ხსნარი საინექციო 2.2მლ ამპულა #5
კოენზიმ კომპ ხსნარი საინექციო 2.2მლ ამპულა #5

კოენზიმ კომპ ხსნარი საინექციო 2.2მლ ამპულა #5

გერმანია

ჰეელი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: თითო ამპულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Acidum ascorbicum D6 - 22 მკლ, Thiaminum hydrochloricum D6 22 მკლ, Natrium riboflavinum phosphoricum D6 - 22 მკლ; Pyridoxinum hydrochloricum D6 - 22 მკლ, Nicotinamidum D6 - 22 მკლ, Acidum cis-aconiticum D8 - 22 მკლ, Acidum citricum D8 - 22 მკლ, Acidum fumaricum D8 - 22 მკლ, Acidum alpha-ketoglutaricum D8 - 22 მკლ, Acidum DL-malicum D8 - 22 მკლ, Acidum succinicum D8 - 22 მკლ, Barium oxalsuccinicum D10 - 22 მკლ, Natrium oxalaceticum D6 - 22 მკლ, Natrium pyruvicum D8 - 22 მკლ, Cystein D6 - 22 მკლ, Pulsatilla pratensis D6 - 22 მკლ, Hepar sulphuris D10 - 22 მკლ, Sulphur D10, Adenosinum triphosphoricum D10 - 22 მკლ, Nadidum D8 - 22 მკლ, Manganum phosphoricum D6 - 22 მკლ, Magnesium oroticum D6 - 22 მკლ, Cerium oxalicum D8 - 22 მკლ, Coenzymum A D8 - 22 მკლ, Acidum alpha-liponicum D6 - 22 მკლ, Beta vulgaris conditiva D4 - 22 მკლ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი ქ.ს.

ჩვენებები: ენერგეტიკული მეტაბოლიზმის კორექცია შემდეგი მდგომარეობების დროს: მძიმე ფორმის მწვავე ანთებითი დაავადებები; ქრონიკული ანთებითი დაავადებები; დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები; სიმსივნური პროცესები, ჰიპოვიტამინოზები; ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვა; მძიმე ინფექციური დაავადებების რეკონვალესცენციის შემდგომი პერიოდი; სხვადასხვა გენეზის ინტოქსიკაციები; ენდოკრინოპათიები, მათ შორის ენდომეტრიოზი; ცენტრალური და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა, მიკროცირკულაციის დარღვევა.

დოზირება და მიღების წესი: მიღების წესი: ერთჯერადად მისაღები დოზა მოზრდილებისა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის: 1 ამპულა. 0-დან 1 წლამდე: 0,4 მლ. 1-დან 3 წლამდე: 0,6 მლ. 3-დან 6 წლამდე: 1 მლ. პრეპარატის შეყვანა ხდება კანქვეშ, კანში, მათ შორის სეგმენტურად აკუპუნქტურის წერტილებში, კუნთებში, ვენაში 2-3-ჯერ კვირაში. მწვავე შემთხვევებში - ყოველდღე. აღნიშნული გზით შეყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება ხდება “დასალევი ამპულების” სახით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-5 კვირა.

გვერდითი მოვლენები: ერთეულ შემთხვევებში მომატებული ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის, ქავილის და ცვლილებების სახით პრეპარატის შეყვანის ადგილას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: ვიტამინ ?1-ის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს პრეპარატი ვენაში შეიყვანება სიფრთხილით. ორსულებსა და მეძუძურ ქალებში პრეპარატის მიღების საკითხს წყვეტს ექიმი ინდივიდუალურად.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი. 5ც 2,2 მლ ამპულა შეფუთვაში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჰეელი
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ჰომეოპათიური კომბ. პრეპარატი!
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
5
მოცულობა
2.2მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი