ნოლიპრელი ფორტე არგინინი ტაბლეტი 5მგ+1.25მგ #30
ნოლიპრელი ფორტე არგინინი ტაბლეტი 5მგ+1.25მგ #30

ნოლიპრელი ფორტე არგინინი ტაბლეტი 5მგ+1.25მგ #30

საფრანგეთი

სერვიე
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - perindopril, indapamide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

ნოლიპრელი ფორტე არგინინი – ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, ის გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ მოზრდილებში.
პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება აგფ-ის ინჰიბიტორები. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზულებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ არტერიულ წნევას.

ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მიღების რეჟიმის შეცვლა თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით.
თუ თქვენ მიიღეთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის რეკომენდებულზე მეტი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (გულისრევის, ღებინების, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, ძილიანობის, ცნობიერების დაბინდვის, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შეცვლის თანხლებით), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღება
მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რამდენადაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი ფორტე არგინინის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.
თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი ფორტე არგინინის მიღებას
იმის გამო, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.
თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი
გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული:
ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევის გამო (გავრცელებული - ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• ბრონქოსპაზმი (გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (არაგავრცელებული - ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები’’) (არაგავრცელებული - ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• კანის მწვავე რეაქციები, რომელიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, კანის გაწითლებას მთელი სხეულის ზედაპირზე, ძლიერ ქავილს, ბუშტუკების გაჩენას, კანის აქერლვას და შეშუპებას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენ-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიულ რეაქციებს (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (უჩვეულოდ ჩქარი ან არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილები გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• სისუსტე ხელებში ან ფეხებში ან მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს შესაძლო ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
სერვიე
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
პერინდოპრილი+ინდაპამიდი
დოზა
5მგ+1.25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი