სიბრავა ხსნარი საინექციო 189მგ/1მლ 1.5მლ მზა შპრიცი #1
სიბრავა ხსნარი საინექციო 189მგ/1მლ 1.5მლ მზა შპრიცი #1

სიბრავა ხსნარი საინექციო 189მგ/1მლ 1.5მლ მზა შპრიცი #1

იტალია

კორდენ ფარმა
პროდუქტის შესახებ
სიბრავა, კანქვეშ შესაყვანი ხსნარი 284მგ
ინკლიზირანი

სამკურნალო საშუალება ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს, რაც იძლევა უსაფრთხოების მხრივ ახალი ინფორმაციის სწრაფად გამოვლენის საშუალებას. მკურნალობის პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ საჭიროა ინფორმაციის მოწოდების (მათ შორის არაეფექტურობის შესახებ).
პრეპარატის მიღებამდე სრულად უნდა გაეცნონ გამოყენების ინსტრუქციას, რადგან მასში მოცემულია პაციენტისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი ენიშნება ინდივიდუალურად პაციენტს. არ უნდა მოხდეს მისი სხვებისთვის გადაცემა, რადგან შეიძლება ავნოს მათ მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული გამოყენების ინსტრუქციაში.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ინკლიზირანი (ნატრიუმის მარილის სახით).
1მლ ინკლიზირანის ნატრიუმი შეესაბამება 189მგ ინკლიზირანს. თითო წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 1,5მლ ხსნარს, რომელშიც შედის 284 მგ ინკლიზირანი (შეესაბამება 300 მგ ინკლიზირანის ნატრიუმს); სხვა ინგრედიენტები: საინექციო წყალი; ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად); ფოსფორმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად).

ჩვენება: პრეპარატი სიბრავა გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, ქოლესტერინის დონის შესამცირებელ დიეტასთან ერთად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის მქონე მოზრდილებში (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, ჰეტეროზიგოტური მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით, ან შერეული დისლიპიდემია).
პრეპარატი სიბრავა მიიღება: სტატინებთან (ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალო პრეპარატები) ერთად, ზოგჯერ ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს, თუ სტატინის მაქსიმალური დოზა არასაკმარისად ეფექტურია ან მონოთერაპიის სახით ან ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონე თუ სტატინები არაეფექტურია ან მათი მიღება უკუნაჩვენებია.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ინკლიზირანის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები: სიბრავას მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ მკურნალ ექიმთანა: თუ პაციენტი არის დიალიზზე; თუ აქვს ღვიძლის მწვავე დაავადება; თუ აქვს თირკმელების მწვავე დაავადება.

ბავშვები და მოზარდები: სიბრავა არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების გამოცდილება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

სხვა პრეპარატების მიღება: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი ღებულობს, ბოლო პერიოდში ღებულობდა ან გეგმავს ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს თუ პაციენტი არის ორსულად ან ბუნებრივად კვებავს ბავშვს, ეჭვობს ორსულობაა ან გეგმავს ორსულობას.
სიბრავას მიღება თავიდან უნდა იქნას არიდებული ორსულობის პერიოდში.
ჯერ-ჯერობით უცნობია ხვდება თუ არა პრეპარატი სიბრავა დედის რძეში. ექიმი განსაზღვრავს ლაქტაციის კვების გაგრძელების ან სიბრავას მიღების საკითხს. ექიმი განიხილავს მკურნალობის მოსალოდნელ სარგებლიანობას და ლაქტაციის სარგებლიანობას და რისკებს ბავშვისთვის.

ნატრიუმის შემცველობა: სიბრავა 284მგ შეიცავს 1 მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.

მიღების წესი: სიბრავას რეკომენდებული დოზა არის 284მგ, რომელიც კეთდება კანქვეშ (კანქვეშა ინექცია). მომდევნო დოზა მიიღება 3 თვის შემდეგ, ხოლო შემდეგი დოზები-ყოველ 6 თვეში.
სიბრავათი მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დიეტის დაცვა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სრულიად შესაძლებელია მიიღონ სტატინები. სიბრავას მიღების პერიოდში უნდა განაგრძონ ჰიპოქოლესტერინემიული დიეტა და სტატინების მიღება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
კორდენ ფარმა
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ინკლიზარინი
დოზა
189მგ/1მლ
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
მზა შპრიცი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
1.5მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი