ტრიპლიქსამი 5 მგ 1.25 მგ 10 მგ ფასი და ხელმისაწვდომობა ჩვენს აფთიაქში. ნახეთ პრეპარატის გამოყენების წესი და ისარგებლეთ მიწოდებით.
საერთაშორისო დასახელება: ამლოდიპინი, ინდაპამიდი, პერინდოპრილი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალება; აგფ ინჰიბიტორის, დიურეზულისა და კალციუმის არხების ბლოკატორის კომბინაცია.
ტრიპლიქსამი არის სამი აქტიური კომპონენტის კომბინაცია, რომლებიც სხვადასხვა გზით მოქმედებენ მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ:
პერინდოპრილი (აგფ ინჰიბიტორი): აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც უადვილებს გულს სისხლის გადატუმბვას.
ინდაპამიდი (დიურეზული საშუალება): ზრდის თირკმლის მიერ შარდის წარმოქმნას, თუმცა სხვა დიურეზულებისგან განსხვხვავებით, იწვევს შარდის რაოდენობის მხოლოდ მცირედ გაზრდას.
ამლოდიპინი (კალციუმის არხების მაბლოკირებელი): ადუნებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს სისხლის მოძრაობას მათ სანათურში.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების ზუსტი დაცვით. ტაბლეტი მიიღება ჭიქა წყლის დაყოლებით, სასურველია დილით, ჭამამდე. ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.
დოზის გადაჭარბება:ტაბლეტების ჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წნევის მკვეთრი დაცემა, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები.
თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა.
ოლიგურია (ნორმაზე ნაკლები შარდი) ან ანურია (შარდის შეწყვეტა).
უკიდურეს შემთხვევაში — შოკი, კანის გაციება და გონების დაკარგვა.
დოზის გამოტოვება:მნიშვნელოვანია წამლის რეგულარული მიღება. თუ დოზა დაგავიწყდათ, შემდეგი მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
მკურნალობის შეწყვეტა:ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვეულებრივ მთელი ცხოვრება გრძელდება, ამიტომ პრეპარატის შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
პრეპარატი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე იღებდა ამ სამ კომპონენტს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით და ახლა გადადის მათ ერთიან ფიქსირებულ კომბინაციაზე.