ვეროშპირონი ტაბლეტი 25მგ #20

ვეროშპირონი ტაბლეტი 25მგ #20

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
პროდუქტის შესახებ
ფარმაკოლგიური თვისებები:

ვეროშპირონი წარმოადგენს კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებას.

ჩვენებები:


პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
ალდოსტერონის მაპროდუცირებელი თირკმელზედა ჯირკლის ადენომა;
იდიოპათიური ჰიპერალდოსტერონიზმი;
ასციტით ან შეშუპებებით მიმდინარე ღვიძლის ციროზი;
ჰიპოკალიემია;
ნეფროზული სინდრომი;
არტერიული ჰიპერტონია;
ჰირსუტიზმი;
ორსულობის დროს შეშუპებები.
მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია, მას ადგენს მკურნალი ექიმი.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობა;

*ორსულობა და ლაქტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვეროშპირონის და სხვა დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალების ერთდროული გამოყენებით შესაძელებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

ვეროშპირონის კომბინაციით კალიუმის შემნახველ სხვა დიურეზულ საშუალებებთან ან კალიუმის პრეპარატებთან იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინაღმდეგო საშუალებებთან ერთად.

აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-30C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გედეონ რიხტერი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
სპირონოლაქტონი
დოზა
25მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
20
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი