/images/logo_ka.svg
ამეტაზონი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1
ამეტაზონი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1

ამეტაზონი მალამო 0.1% 30გრ ტუბი #1

თურქეთი

ბილიმი

ამეტაზონის მალამო ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.

პროდუქტის შესახებ

ამეტაზონი მალამო 0.1% 30გრ ტუბი

შემადგენლობა:

​მალამოს 1 გ შეიცავს 1 მგ მომეტაზონის ფუროატს.


ჩვენებები:

ამეტაზონის მალამო ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების, როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი (მაგალითად, ატოპიური დერმატიტი), ანთებითი და ქავილის გამოვლინებების სამკურნალოდ.


უკუჩვენებები:

ამეტაზონის საცხი უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ისტორიის მქონე პაციენტებში.


დოზები და გამოყენება:

კანის დაზიანებულ უბნებზე უნდა წაესვას ამეტაზონის საცხის თხელი აპკი, დღეში ერთხელ.
ამეტაზონის საცხთან არ უნდა გამოიყენოთ ოკლუზიური ნახვევები, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. იგი არ უნდა წაესვას საფენის უბნებზე, თუ ბავშვს ჯერ კიდევ საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები სჭირდება, ვინაიდან ისინი ოკლუზიურ ნახვევებს წარმოადგენენ.


ინფორმაცია პაციენტებისთვის:

  • პრეპარატი ექიმის მითითებებისამებრ უნდა გამოიყენოთ. იგი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს.
  • პრეპარატი მხოლოდ იმ დაავადებისთვის გამოიყენეთ, რომლისთვისაც დაგენიშნათ.
  • კანის დამუშავებული უბანი არ შეიხვიოთ და სხვაგვარად არ დაფაროთ ოკლუზიური სახვევით, თუ ამას ექიმი არ გეტყვით.
  • პედიატრიული პაციენტების მშობლებს უნდა ერჩიოთ, ამეტაზონის საცხი საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ არ გამოიყენონ. ამეტაზონის საცხის წასმა საფენის უბნებში არ შეიძლება, ვინაიდან საფენები ან პლასტიკური მასალის ტრუსები ოკლუზიურ სახვევს წარმოადგენს.
  • სხვა კორტიკოსტეროიდების მსგავსად, თერაპია უნდა შეწყდეს, როდესაც კონტროლი მიიღწევა. თუ 2 კვირაში გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს.
  • ამეტაზონის საცხთან ერთად კორტიკოსტეროიდების შემცველი სხვა პროდუქტების გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.


შენახვის პირობები:

შეინახეთ 25 C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბილიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
მომეტაზონის ფუროატი
დოზა
0.1%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat