გამოიყენება კანის ან კანის ნაკეცების მიკოზური ინფექციების, თითის სოკოს, ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების დროს.
აქტიური ნივთიერება ყოველ 1 გრამში - ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები ყოველ 1 გრამში - ბენზილის სპირტი 0,010გრ, ცეტილის სპირტი 0,040გრ, სტეარილის სპირტი 0,040 გ.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კანის ინფექციები:
ექსოდერილი უნდა წაისვათ დაავადებულ კანის მიდამოზე თხელ ფენად, სასურველია საღამოს ძილის წინ და მსუბუქად შეიზილეთ. ყოველი გამოყენებისას ის უნდა წაისვათ დაავადებულ კანის მთელ ზონაზე და 2 სმ ჯანსაღ კანის არეში. კანის ნაკეცებს შორის მიკოზებში სასარგებლოა წამლის წასმის შემდეგ ნაკეცებს შორის თხელი მარლის საფენის მოთავსება ღამით.
ფრჩხილის ინფექციები:
ინფიცირებული ფრჩხილი უნდა მოიჭრათ რაც შეიძლება ახლოს ძირთან. ექსოდერილი გამოიყენება დღეში ერთხელ და უნდა შეიზილოთ ფრჩხილში. მიზანშეწონილი იქნება დაავადებული ფრჩხილის შეხვევა. იმისთვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, ექსოდერილი უნდა დაინიშნოს საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დაავადების რეციდივის თავიდან ასაცილებლად, გამოყენება უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ ორ კვირამდე.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების მიხედვით.
გამოყენების ზოგადი ხანგრძლივობა
დერმატოფიტური ინფექციების დროს 2-4 კვირა
მძიმე შემთხვევებში 4-8 კვირა
ზედაპირული კანდიდოზისთვის 4 კვირა
ფრჩხილის მიკოზისთვის 6 თვემდე
Pityriasis versicolor -ის მკურნალობას შეიძლება დასჭირდეს 2 კვირა.
გამოყენების მეთოდი:
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად.
გამოყენებამდე დაავადებული კანი ან ფრჩხილის ადგილი უნდა დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გაიშროთ. თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, პაციენტმა ხელახლა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა.
ნაფტიფინისთვის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე/დაბადებაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. სიფრთხილეა საჭირო ორსულებში ამ პრეპარატის გამოყენებისას.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნაფტიფინი დედის რძეში. ცხოველებშინაფტიფინის გამოყოფა რძეში არ არის შესწავლილი. ექსოდერილით მკურნალობის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ეგზოდერილით დედისთვის მკურნალობის სარგებელი.
ის უნდა ინახებოდეს ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.