ტაკროლინი 0.1% მალამო გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარისხის ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც ტრადიციული მეთოდებით თერაპია, როგორიცაა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, არ იძლევა ადეკვატურ შედეგს ან პაციენტებს არ შეუძლიათ მათი გადატანა.
აქტიური ნივთიერება: შეიცავს ტაკროლიმუსის მონოჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 1.0 მგ ტაკროლიმუსის.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი ფერის ცვილი, პროპილენკარბონატი, ვაზელინი.
ტაკროლინი 0.1% მალამო გამოიყენება საშუალო და მძიმე ხარისხის ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც ტრადიციული მეთოდებით თერაპია, როგორიცაა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები (კორტიზონის შემცველი ანტიანტებითი და სხვა მდგომარეობების დროს გამოყენებული მედიკამენტები), არ იძლევა ადეკვატურ შედეგს ან პაციენტებს არ შეუძლიათ მათი გადატანა.
როგორც კი მძიმე ატოპიური დერმატიტი ალაგდება ან თითქმის ალაგდება 6-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, და პაციენტს აღენიშნება ხშირი რეციდივი (როგორიცაა 4 ან მეტი წელიწადში), შესაძლებელია რეციდივის განვითარების პრევენცია ან რეციდივებს შორის თავისუფალი პერიოდის გახანგრძლივება მოხდეს ტაკროლინი 0.1% მალამოს გამოყენებით კვირაში ორჯერ. ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) შემთხვევაში კანის იმუნური სისტემის ჰიპერრეაქცია იწვევს კანის ანთებას (ქავილი, სიწითლე, სიმშრალე). ტაკროლინი ცვლის პათოლოგიურ იმუნურ პასუხს და ხსნის კანის ანთებასა და ქავილს.
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/სიხშირის შესახებ
ტაკროლინის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მიღების გზა და მეთოდი:
ტაკროლინის წასმა უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე.
ტაკროლინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხეულის უმეტეს ნაწილებზე, მათ შორის სახეზე, ყელზე და იდაყვის და მუხლის მოხრის ადგილებში.
მალამო არ უნდა იქნას გამოყენებულ პირის ღრუში, ცხვირში და თვალებზე. მალამოს კონტაქტისას ამ უბნებთან უნდა მოხდეს მისი მოშორება და/ან გულმოდგინედ წყლით ჩამობანა.
არ უნდა მოხდეს ნამკურნალები კანის უბნის შეხვევა, ნახვევის დადება.
საჭიროა ხელების დაბანა ტაკროლინის გამოყენების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ ხდება ხელების მკურნალობა.
ბანაობის ან შხაპის მიღების შემდეგ, ტაკროლინის გამოყენებამდე, კანი უნდა იყოს სრულიად მშრალი.
მოზრდილი პაციენტები (16 წელი და მეტი ასაკი)
მოზრდილი პაციენტებისათვის (16 წელი და მეტი ასაკი) მოწოდებულია ტაკროლინის ორი დოზა: ტაკროლინი 0.03% მალამო და ტაკროლინი 0.1% მალამო. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.
ზოგადად, მკურნალობა უნდა დაიწყოს ტაკროლინი 0.1% მალამოთი ორჯერ დღეში, დილით და საღამოს, და გაგრძელდეს ეგზემის სიმპტომების გაქრობამდე. მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს გამოყენების სიხშირის შემცირების ან ტაკროლინი 0.03% მალამოს გამოყენების საჭიროებას.
კანის ყოველი დაზიანებული უბნის მკურნალობა უნდა მოხდეს ეგზემის ალაგებამდე. გაუმჯობესება ჩვეულებრივ აღინიშნება ერთ კვირაში. თუ ორი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია სხვა შესაძლო მკურნალობის შესახებ.
ექიმმა ტაკროლინი 0.1% მალამო შეიძლება დანიშნოს კვირაში ორჯერ ატოპიური დერმატიტის (ეგზემის) სრულად ან თითქმის სრულად ალაგების შემდეგ. ტაკროლინი 0.1% მალამო გამოიყენება დღეში ერთხელ და კვირაში ორჯერ (მაგ.: ორშაბათს და ხუთშაბათს) სხეულის იმ ადგილებში, რომლებიც ჩვეულებრივ ზიანდება ატოპიური დერმატიტით. ტაკროლინის მალამოს გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 2-3 დღე. თუ სიმპტომები ისევ ვითარდება ტაკროლინის მალამო გამოყენებულ უნდა იქნას დღეში ორჯერ ზემოთ აღწერილის მიხედვით და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის შესაფასებლად.
ტაკროლინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25 C-ის ქვემოთ.