ამარილი 4მგ ტაბლეტები გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (მონოთერაპიაში ან მეტფორმინით ან ინსულინით კომბინირებული თერაპიის შემადგელობაში) მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით ან სხეულის მასის შემცირებით ადეკვატური კონტროლის შეუძლებლობის შემთხვევაში.
4 მგ ამარილის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 4 მგ გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელს (ტიპი A), პოვიდონს 25000 (E1201), მიკროკრისტალურ ცელულოზას (E460), მაგნიუმის სტეარატს (E470), საღებავს რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ინდიგოკარმინი ალუმინის ლაქს (E 132).
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი (მონოთერაპიაში ან მეტფორმინით ან ინსულინით კომბინირებული თერაპიის შემადგელობაში) მხოლოდ დიეტით, ფიზიკური ვარჯიშით ან სხეულის მასის შემცირებით ადეკვატური კონტროლის შეუძლებლობის შემთხვევაში.
გამოყენების წესი და დოზები:
პერორალური გამოყენებისთვის.
დიაბეტის წარმატებულ მკურნალობას საფუძვლად უდევს სათანადო დიეტა, სისტემატური ფიზიკური ვარჯიში, ასევე სისხლის და შარდის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი. არ შეიძლება კვების რეჟიმის რეკომენდაციების დარღვევის კომპენსირება ტაბლეტებით ან ინსულინით.
საწყისი დოზა და დოზის შერჩევა:
გლიმეპირიდის დოზირება განისაზღვრება სისხლსა და შარდში გლუკოზის შემცველობის ანალიზის შედეგების მიხედვით.
საწყისი დოზა - 1 მგ გლიმეპირიდი დღე-ღამეში, დადებითი მეტაბოლური კონტროლის მიღწევის შემთხვევაში – აღნიშნული დოზა უნდა იქნას შენარჩუნებული მკურნალობის დროს.
დოზირების სხვა რეჟიმებისთვის არსებობს ტაბლეტები შესაბამისი დოზირებით.
საჭიროების შემთხვევაში დღე-ღამის დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლით (1-2 კვირის ინტერვალებით) და შემდეგი წესით: 1 მგ – 2 მგ – 3 მგ – 4 მგ – 6 მგ გლიმეპირიდი დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 6 მგ-ს.
დღიური დოზის მიღების დრო და ჯერადობა განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის ცხოვრების წესის გათვალისწინებით. როგორც წესი, საკმარისია დღე-ღამის დოზის დანიშვნა 1 მიღებაზე უშუალოდ ნოყიერი საუზმის წინ ან საუზმის დროს, თუ დღე-ღამის დოზა არ იქნა მიღებული – უშუალოდ პირველი კვების წინ ან კვების დროს. პრეპარატის მიღების გამოტოვების ნაცვლად შემდეგ მიღებაზე არ მიიღოთ უფრო მაღალი დოზა. ამარილის ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (დაახლოებით 0,5 ჭიქა). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამარილის მიღების შემდეგ არ გამოტოვოთ საკვების მიღება.
გამოყენება მეტფორმინთან კომბინაციაში:
იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სტაბილიზება, ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, შეიძლება დაინიშნოს თანმხლები მკურნალობა გლიმეპირიდით. მეტფორმინის დოზის შენარჩუნებისას გლიმეპირიდით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, და შემდეგ მისი დოზა თანდათანობით იზრდება გლიკემიური კონტროლის სასურველი დონის შესაბამისად, 6 მგ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე. კომბინირებული თერაპიის ჩატარება უნდა მოხდეს საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვებით.
გამოყენება ინსულინთან კომბინაციაში:
იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლში გლიმეპირიდის მაქსიმალური დოზის მიღებით ვერ ხერხდება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ნორმალიზება მონოთერაპიით ან მეტფორმინის მაქსიმალურ დოზასთან კომბინაციით, შესაძლებელია გლიმეპირიდის კომბინაცია ინსულინთან. ასეთ შემთხვევაში, ექიმის მიერ დანიშნული გლიმეპირიდის ბოლო დოზა უცვლელი რჩება. ამასთან, ინსულინით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით მისი შემდგომი თანდათანობითი გაზრდით და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლით. კომბინირებული მკურნალობა საჭიროებს აუცილებელ საექიმო კონტროლს. გლიკემიის ხანგრძლივი კონტროლის შენარჩუნებისას აღნიშნულმა კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება დააქვეითოს ინსულინის საჭიროება თითქმის 40%-ით.
გლიმეპირიდი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე.