პლატიფილინი ხსნარი საინექციო 0.2% 1მლ ამპულა #10
პლატიფილინი ხსნარი საინექციო 0.2% 1მლ ამპულა  #10

პლატიფილინი ხსნარი საინექციო 0.2% 1მლ ამპულა #10

საქართველო

ბიოფარმი ს/ს
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Platyphyllinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სმს-ის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები

1 ამპულა (1 მლ) შეიცავს:
პლატიფილინის ჰიდროტარტრატს – 2 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: საინიექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პლატიფილინს აქვს სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სედატიური მოქმედება. პრეპარატი ბლოკავს მ-ქოლინორეცეპტორებს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სანაღვლე სადინრების, ნაღვლის ბუშტისა და ბრონქების გლუვი კუნთების ტონუსს, იწვევს მიდრიაზს. პლატიფილინს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ცნს-ზე, განსაკუთრებით, სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრზე.
იგი ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ატროპინი, მაგრამ შესაბამის დოზებში მისი მოქმედება უტოლდება ატროპინის ეფექტს. ატროპინთან შედარებით, მას უფრო კარგი ამტანობა ახასიათებს

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება მუცლის ღრუს ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმის დროს; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, ბრონქული ასთმის დროს; თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავური კოლიკის დროს. იგი ასევე ამცირებს სისხსლძარღვთა სპაზმს (ჰიპერტონიის, სტენოკარდიის და თავის ტვინის სისხსლძარღვთა სპაზმის დროს).
პრეპარატი ასევე გამოიყენება თვალის გუგის გასაფართოებლად (მოქმედება გრძელდება 5-6 სთ). ატროპინთან შედარებით აკომოდაციაზე მოქმედება ნაკლებად შესამჩნევია. თვალის გუგაზე უფრო ნაკლები ხანგრძლივობით მოქმედებს, ვიდრე ატროპინი (6-7 დღე) და ჰომატროპინი (10-20 სთ).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ.
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს მწვავე ტკივილის კუპირებისათვის, ასევე ნაწლავური, ღვიძლის ან თირკმლის კოლიკის დროს კანქვეშ შეჰყავთ 1-2 მლ 0.2% ხსნარი.
მკურნალობის კურსია 10-20 დღე.
მოზრდილებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 10 მგ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 30 მგ.

გვერდითი მოვლენები
პლატიფილინს კარგი ამტანობა ახასიათებს.
პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, ნაწლავების ატონია, შარდის შეკავება, აგზნებადობა, კრუნჩხვები.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პლატიფილინის მიმართ, გლაუკომა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმლის ორგანული დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები პლატიფილინის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ნაწლავების ატონიის, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, მიასთენიის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების (ფიზოსტიგმინი, გალანტამინი ან პროზერინი) შეყვანა; მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ნატრიუმის ოქსიბუტირატის შეყვანა, ოქსიგენოთერაპია

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პლატიფილინი პროზერინის ანტაგონისტია.
პლატიფილინი აძლიერებს ფენობარბიტალის, ნატრიუმის ეტამინალის, მაგნიუმის სულფატის, დიგოქსინისა და რიბოფლავინის მოქმედებას.
პლატიფილინისა და სხვა მ-ქოლინობლოკატორების, ამანტადინის, გალოპერიდოლის, ფენოთიაზინის, მაო-ს ინჰიბიტორების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
მორფინი აძლიერებს პლატიფილინის დამთრგუნველ მოქმედებას გულ-სისხლძაღვთა სისტემაზე.
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება დადებითი ქრონოტროპული და ბათმოტროპული ეფექტი; საგულე გლოკოზიდებთან - დადებითი ბათმოტროპული ეფექტი.
გლუვი კუნთების სპაზმით გამოწვეული ტკივილების დროს პლატიფილინის მოქმედებას აძლიერებენ ანალგეტიკები, სედატიური და ანქსიოლიზური საშუალებები, სისხლძარღვოვანი სპაზმის დროს - ჰიპიტენზიური და სედატიური საშუალებები.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბიოფარმი ს/ს
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
პლატიფილინი
დოზა
0.2%
ფორმა
ხსნარი საინექციო
შეფუთვა
ამპულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
მოცულობა
1მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი