/images/logo_ka.svg
ვიაგრა ტაბლეტი  50მგ #4

ვიაგრა ტაბლეტი 50მგ #4

საფრანგეთი

ფარევა ამბიოსი

ვიაგრა 50 მგ ეხმარება ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებაში, უსაფრთხოა საჭირო დოზით, გამოყენების წესის დაცვით.

პროდუქტის შესახებ

მოქმედი ნივთიერება

სილდენაფილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალება

ჩვენებები

ერექციის დისფუნქციის მკურნალობა, რაც განისაზღვრება როგორც სასქესო აქტის განსახორციელებლად ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.
სილდენაფილის სპეციფიკური მოქმედებისათვის საჭიროა სექსუალური აგზნება.
პრეპარატი არ არის ნაჩვენები ქალებისათვის.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

მოზრდილებში: რეკომენდებული დოზაა 50 მგ, რომელსაც საჭიროებისამებრ იღებენ სექსუალურ აქტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე.
ეფექტურობის და ამტანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირდეს 25 მგ-მდე.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ, მიღების მაქსიმალური სიხშირე – ერთხელ დღეში.
საკვებთან ერთად მიღებისას სილდენაფილის აქტივობა შეიძლება გამოვლინდეს უფრო გვიან, უზმოზე მიღებასთან შედარებით.

უკუჩვენებები

  • NO/ცგმფ-ის ცვლაზე ზემოქმედების გამო სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის გამოც წინააღმდეგნაჩვენებია აზოტის ოქსიდის დონატორებთან (ამილნიტრიტი და ნიტრატები) ერთდროული დანიშვნა.

  • სილდენაფილი არ უნდა გამოიყენოს პაციენტებმა, რომლებშიც სექსუალური აქტივობა უკუნაჩვენებია (მაგ. მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადება, არასტაბილური სტენოკარდია, გულის მძიმე უკმარისობა).

  • უკუნაჩვენებია ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობის, ჰიპოტენზიის (არტერიული წნევა <90/50 მმ ვწყ.სვ.), ახლად გადატანილი ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის და რქოვანას თანდაყოლილი დეგენერაციული დაავადებების დროს.

  • უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარევა ამბიოსი
ქვეყანა
საფრანგეთი
ჯენერიკი
სილდენაფილი
დოზა
50მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
4
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat
ჯპს | ვიაგრა ტაბლეტი 50მგ #4