შემადგენლობა: 1მლ ხსნარის შემადგენლობაში შედის: აქტიური ნივთიერება: 5მგ კეტოროლაკის ტრომეტამოლი; დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ-მლ, ნატრიუმის ქლორიდი, დისოდიუმის ედეტატი, ოქტოქსინოლი 40, 1N ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან 1N მარილმჟავა pH-ის დასარეგულირებლად, დისტილირებული წყალი.
ჩვენებები: თვალში გამოყენება: კეტალდინი 5მგ-მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება თვალის ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ანთების და მასთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკისა და შემცირების მიზნით. კეტალდინის 5მგ-მლ თვალის წვეთები, ხსნარი გამოიყენება მოზრდილებში.
უკუჩვენებები: აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემდეგი დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა. აცეტილსალიცილის მჟვასა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის დიდი პოტენციალი. კეტალდინი 5მგ-მლ თვალის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია პირებში, რომელთაც წარსულში აღენიშნებოდათ ამ პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შენახვის განსაკუთრებული პირობები: გაუხსნელ მდგომარეობაში 2 წელი. გამოიყენება პირველი გახსნიდან 28 დღის განმავლობაში. აღნიშნული პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.
გაიცემა: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე