შემადგენლობა: თითო ფლაკონი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 42.55 მგ ესომეპრაზოლ ნატრიუმს, რაც შეესაბამება 40 მგ ესომეპრაზოლს; დინატრიუმის ეთილენდიამინტეტრა ძმარმჟავას და ნატრიუმის ჰიდროქსიდს დამხმარე ნივთიერებების სახით.
ჩვენება: ესომი საინექციო და საინფუზიო ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: - კუჭის მომატებული მჟავიანობის მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია პერორალური პრეპარატების გამოყენება, მაგალითად: - გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდ) ეზოფაგიტის ან/და რეფლუქსის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში. - აასს-ით ჩატარებულ თერაპიასთან ასოცირებული კუჭის წყლულის შეხორცება. - აასს-ით ჩატარებულ თერაპიასთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენცია რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში. - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მწვავე სისხლდენის შემთხვევაში თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ განმეორებითი სისხლდენის პროფილაქტიკა.
ესომი საინექციო და საინფუზიო ნაჩვენებია 1-18 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: - კუჭის მომატებული მჟავიანობის მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია პერორალური პრეპარატების გამოყენება, მაგალითად: - გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება (გერდ) ეროზიული რეფლუქს ეზოფაგიტის ან/და რეფლუქსის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში.
დოზირება და მიღების წესი: პოსოლოგია მოზრდილები კუჭის მომატებული მჟავიანობის მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია პერორალური პრეპარატების გამოყენება. პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ პერორალური პრეპარატების მიღება, შეიძლება პარენტერალური პრეპარატით მკურნალობა დოზით 20-40 მგ ერთხელ დღეში. რეფლუქს ეზოფაგიტის მქონე პაციენტებს უნდა დაენიშნოთ 40 მგ ერთხელ დღეში. რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს 20 მგ ერთხელ დღეში. აასს-ით ჩატარებულ თერაპიასთან ასოცირებული კუჭის წყლულის მკურნალობისთვის საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ დღეში. აასს-ით ჩატარებულ თერაპიასთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პრევენციის მიზნით რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში უნდა დაინიშნოს 20 მგ ერთხელ დღეში. როგორც წესი, ინტრავენური მკურნალობის ხანგრძლივობა მოკლეა და საჭიროა შეძლებისდაგვარად სწრაფად გადასვლა პერორალურ ფორმებზე. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განმეორებითი სისხლდენის პროფილაქტიკა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს მძიმე სისხლდენის შემთხვევაში თერაპიული ენდოსკოპიის შემდეგ ინიშნება 80 მგ დოზით 30 წუთიანი ბოლუსური ინფუზია, შემდეგ უწყვეტი ინტრავენური ინფუზია დოზით 8 მგ/სთ 3 დღის განმავლობაში (72 საათი). პარენტერალური მკურნალობის შემდეგ უნდა ჩატარდეს პერორალური მჟავა-დამთრგუნველი თერაპია.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში, საკუთარ შეფუთვაში. დაიცავით სინათლისგან. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.